წინასიტყვაობა

ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებისა და განვითარების საკითხი სტრატეგიულია პრაქტიკულად ყველა ქვეყნისათვის. ევროპის საბჭოს დემოკრატიული მოქალაქეობისა და მონაწილეობის დირექტორატის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა განსაზღვრა საკუთარი მოღვაწობის   სამი პრიორიტეტული მიმართულება 2016-17 წლებისთვის:

  • მოქალაქეობის განვითარება, მონაწილეობის ინოვაციური ფორმების საშუალებით (ახალგაზრდობის მონაწილეობის ელექტრონული ფორმები ინტერნეტში ადამიანის უფლებათა დასაცავად; გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე ახალგაზრდების გავლენაზე ზემოქმედება;კერძოდ, ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა; დემოკრატიული მოქალაქეობისთვის კომპეტენტურობის ჩამოყალიბება; ახალგაზრდების ფორმალურ განათლებაში მონაწილეობაზე ზეგავლენა);
  • ახალგაზრდების დამოუკიდებელობის განვითარება და საკუთარი უფლებების ხელმისაწვდომობა (ახალგაზრდების დამოუკიდებლობა უფლებებზე დამყარებული მიდგომების საშუალებით; ახალგაზრდების საკუთარ უფლებებზე ხელმისაწვდომობა და მისი განხორციელება ქმედების საშუალებით; ცოდნისა და შესაძლებლობების მიწოდება დისკრიმინაციის ფორმებთან საბრძოლველად; კომპეტენტურობის განვითარება ფორმალური განათლების გზით);
  • ინკლუზიური და მშვიდობიანი საზოგადოების განვითარებაზე ზეგავლენა (მშვიდობიანი და კულტურათაშორისი დიალოგის გამართვა ფორმალური და არაფორმალური განათლების საშუალებებით; ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლა; მიგრანტების, ახალგაზრდა ლტოლვილების, უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტეგრაცია; ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა კონფლიქტურ რეგიონებში; გლობალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში შესაბამის მთავარ მოთამაშეებთან მჭიდრო კავშირების გაძლიერება) [1].

ეს გახდა ევროპული საზოგადოების პასუხი თანამედროვე საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე - სამოქალაქო ცნობიერების დაბალი დონე და მოსახლეობის სოციალური გაუცხოება, ახალგაზრდების პოლიტიკური აპათია, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე შედარებით გაცნობიერებული და აქტიური გავლენისათვის  მოტივაციის დაბალი დონე; შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის გამოვლინებების, ადამიანის უფლებების დარღვევის დონის გაზრდა.

იმისათვის, რომ ვასწავლოთ ახალგაზრდებს, იყვნენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, რომლებმაც აითვისეს დემოკრატიული ფასეულობები, საჭიროა ყველა საგანამანათლებლო დაწესებულებაში (ფორმალური და არაფორმალური განათლების) პირობებისა და ატმოსფეროს შექმნა, რომელიც ამ ფასეულობებს შეესაბამება. საჭიროა განათლების, ინოვაციების და ინტერაქტიული მეთოდების საშუალებით გავაძლიეროთ დემოკრატიული მოქალაქეობა - მივცეთ ახალგაზრდებს შესაძლებლობა, აქტიური როლი შეასრულონ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში, ისწავლონ იმ გამოწვევებზე პასუხების მოძებნა, რომლებსაც ეჯახებიან; მიიღონ გადაწყვეტილებები და განახორციელონ საკუთარი მოლოდინები. სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების სფეროში მნიშვნელოვან მამოტივირებელ როლს თამაშობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

2015 წელს დაიწყო საერთაშორისო პროექტი „მეტი შეგვიძლია!“, რომელიც ხორციელდებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების DRA e.V. (ბერლინი, გერმანია) [2] და „საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარების სააგენტოს“ (კიევი, უკრაინა) [3] მიერ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანი იყო, ახლაგაზრდების სამოქალაქო აქტიურობის ამაღლება, უკრაინის ახალგაზრდობაში დემოკრატიული და პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი არჩევნების წინ პირველად ჩატარდა „არჩევნები U 18” უკრაინელი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი. ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საგანმანათლებლო ტური გერმანიაში და ტრენინგები.  „არჩევნები U 18” ჩატარდა, როგორც რეალური არჩევნების იმიტაცია ,საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა «Under 18» [4] ანალოგიურად. ეს პროგრამა ხორციელდება გერმანიაში 1996 წლიდან და ითვალისწინებს 18 წელს ქვემოთ ბავშვებისა და ახალგაზრედების ჩართვას არჩევნებში. საარჩევნო პროცესების იმიტაციის გზით მოახლოებული  არჩევნების წინ. პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდი www.m18.org.ua [5] გამოიყენება პლატფორმად  „არჩევნები U 18”  -ის ჩასატარებლად მეთოდური მასალის, სასარგებლო ინფორმაციის, სიახლეების და პროექტის შესახებ მასმედიის გამოხმაურებების გაცვლისათვის.

2016 წელს პროექტმა განაგრძო მუშაობა, ასევე რუსეთსა და საქართველოში სათაურით „მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისათვის უკრაინაში, რუსეთსა და საქართველოში“, გაიზარდა საერთაშორისო პარტნიორების რიცხვი. საქართველოსა და რუსეთში ასევე ჩატარდა „არჩევნები U 18”, რის შესახებაც ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე www.M18.org.ua. უკრაინაში ჩატარდა სამი რეგიონული ტრენინგი მულტიპლიკატორებისთვის, რომლებმაც შექმნეს М18 ეროვნული ქსელი და განახორციელეს რეგიონული სოციალური პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით. პროექტებმა მონაწილეობა მიიღეს სრულიად უკრაინის კონკურსში. მისი შედეგები წარმოადგინეს კიევში, პირველ უკრაინულ საბავშვო-ახალგაზრდულ ფორუმზე „М18: მეტი შეგვიძლია!“, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 29 ოქტომბერს კიევის საქალაქო საბჭოში [6]. ღონისძიების ჩატარებას საფუძვლად დაედო ახალგაზრდული ფორუმის «Berliner Jugendforum» [7] ფორმატი, რომელიც ადრე ყოველწლიურად ტარდებოდა ბერლინის პარლამენტში, ახლა კი ტარდება ქალაქის ღია მოედნებზე.

“არჩევნები U 18” და ახლაგაზრდული ფორუმი  - ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ახლაგაზრდებთან მუშაობის ინოვაციური ინტერაქტიული ფორმები, ამიტომაც პროექტის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, 2017 წელს პროექტის  „მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისათვის უკრაინაში, რუსეთსა და საქართველოში“ ფარგლებში დაიწეროს მეთოდური სახელმძღვანელო, რომელშიც შევა ახალგაზრდებთან სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის ნიმუშები. U 18 მეთოდური სახელმძღვანელოს შექმნა დაიწყეს სამოქალაქო განათლების ექსპერტების გუნდმა გერმანიიდან, საქართველოდან, რუსეთიდან და უკრაინიდან.

მეთოდური სახელმძღვანელო „მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისათვის უკრაინაში, რუსეთსა და საქართველოში“ შემუშავებულია, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი მასწავლებლებისთვის, ახალგაზრდული და საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო აღზრდისა და პოლიტიკური განათლების საკითხებზე. შეირჩა საუკეთესო მეთოდიკები ახალგაზრდების ფასეულობის შესახებ ცოდნის გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება იყოს ეფექტური სხვადასხვა ქვეყნის პირობებში.

სახელმძღვანელოს მასალის გამოყენება შესაძლებელია კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობისთვის. ეს არ გამორიცხავს სახელმძღვანელოს გამოყენებას სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მასწავლებლებისა და აღმზრდელების მიერ მეთოდური მასალის სახით ცალკეულ გაკვეთილებსა, თუ ფაკულტატურ მეცადინეობებზე.

წარმოდგენილი პრაქტიკები დამყარებულია საგანმანათლებლო პროცესის ყველა მონაწილის ურთიერთგავლენაზე და მიმართულია ახალგაზრდებში სამოქალაქო კომპეტენციების ფორმირებაზე, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვაზე, მათი აქტიური სამოქალაქო პოზიციების ჩამოყალიბებაზე. ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობა ზოგადად ასე წარმოგვიდგენია:

  • ახალგაზრდების და ახალგაზრდული სოციალური ჯგუფების საქმიანობა, რომელიც მიმართულია როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე მთლიანად საზოგადოების ცვლილებებსა და განვითარებზე;
  • სხვადასხვა საზოგადოებრივ არასამთავრობო და არაკომერციულ სტრუქტურებში მონაწილეობა;
  • საკუთარ უფლებებზე ხელმისაწვდომობა და მათი რეალიზაცია;
  • ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში სოციალურად მნიშვნელოვანი ქმედებები.

 ასეთი საქმიანობები აყალიბებს და აძლიერებს სამოქალაქო ფასეულობებს და ახალგაზრდების ჩართულობას.

მეთოდური სახელმძღვანელო შედგება სამი ნაწილისგან.

პირველი ნაწილი „ვსწავლობთ ხელისუფლების სწორად არჩევას“ მოიცავს მეცადინეობებს, რომელებიც ეძღვნება ბავშვების და ახალგაზრდების მომზადებას საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებასა და არჩევნებში გაცნობიერებულ მონაწილეობას, ასევე აცნობს „არჩევნები U18“ მომზადებისა და ჩატარების მეთოდიკებს, საარჩევნო უბნების მუშაობისა და ხმის მიცემის პროცესის ორგანიზებას.

მეორე ნაწილში „გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა“ წარმოდგენილია ახალგაზრდების მონაწილეობის ახალი ფორმატები (ისეთი, როგორიცაა საბავშვო-ახალგაზრდული ფორუმი М18) და მიმართულია ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერაზე ადგილობრივი თემის ჩართულობით.

მესამე ნაწილი „სრულვყოთ საკუთარი თავი“ მოიცავს მეთოდიკების ნაკრებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის უფლებათა გაგებასა და განმტკიცებაზე, სტერეოტიპების დაძლევასა და მშვიდობიანი ინტერკულტურული დიალოგის შედგენაზე.

წარმოდგენილი მეთოდიკები გაივლის აპრობაციას საქართველოში, გერმანიაში, რუსეთსა და უკრაინაში 2017 წლის ნოემბრისა და  2018 წლის აპრილის პერიოდში. მეთოდური სახელმძღვანელოს საბოლოო ვერსიაში „მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისათვის უკრაინაში, რუსეთსა და საქართველოში“ ინტეგრირდება რეგიონული გამოცდილება, უფრო მეტად ეფექტური მეთოდები და წინადადებები კურსის გასაუმჯობესებლად, რეკომენდაციები ორგანიზატორებისთვის, აიპ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. სახელმძღვანელოს ავტორები  მადლიერნი იქნებიან გამოხმაურებებისა და რეკომენდაციებისთვის, წარმოდგენილი მეთოდიკების სრულყოფისათვის და ასევე,  ვინც გამოიყენებს მათ ახალგაზრდებთან მუშაობაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი სურვილები და მოსაზრებები ავტორების ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, რომლებიც მითითებულია ავტორების შესახებ ინფორმაციაში. დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის! 

ლუდმილა პარაშენკო,სახელმწიფო მართვის მეცნიერებათა დოქტორი, აიპ  „საგანმანათლებლო პოლოტიკის განვითარების სააგენტოს“  ხელმძღვანელი, კიევის ბიზნესის ლიცეუმის დირექტორი

ირინა ივანიუკი, პედაგოგიურ- მეცნიერებათა კანდიდატი, აიპ  „საგანმანათლებლო პოლოტიკის განვითარების სააგენტოს“  ხელმძღვანელის მოადგილე, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და უკრაინის პედაგოგიურ- მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

წყაროები
  1. ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის პრიორიტეტები 2016-2017. URL:https://rm.coe.int/16802e59bc (თარიღი:25.10.2017).
  2. DRA: [сайт]. URL: https://www.austausch.org/home/ 2. DRA:URL: https://www.austausch.org/home/ (თარიღი: 25.10.2017).
  3. საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარების სააგენტო https://edudevelop.org.ua/ (თარიღი: 25.10.2017).
  4. U18 : URL: http://www.u18.org/willkommen/ (თარიღი: 25.10.2017).
  5. М18 : URL: https://m18.org.ua/ (თარიღი: 25.10.2017).
  6. კიევის საბავშვო-ახალგაზრდული ფორუმი «М18— მეტი შეგვიძლია!» : 12 ნოემბერი 2017 წ.URL: https://m18.org.ua/forum-m18.html (თარიღი: 25.10.2017).
  7. ბერლინის ახალგაზრდული ფორუმი: URL: http://jugendforum.berlin/en/homepage/ (თარიღი:25.10.2017).