მეცადინეობის მიზნები:
საჭირო რესურსი და დამატებითი მასალა:
მეცადინეობის მსვლელობა
I ეტაპი. შესავალი
თანამედროვე სამყაროში ადამიანები სულ უფრო და უფრო ხშირად აქცევენ ყურადღებას მორალურ და პოლიტიკურ არგუმენტებს, როდესაც ყიდულობენ , ან ყიდიან საქონელს , ან მომსახურებას. ალბათ მოგისმენიათ მოწოდება, შეიძინოთ მხოლოდ სამამულო წარმოების საქონელი, ან არ შეიძინოთ ამა თუ იმ ქვეყანაში სავარაუდოდ, მონური შრომით წარმოებული პროდუქცია, არ შეიძინოთ იმ კომპანიების საქონელი, რომლებიც ნამდვილ ბეწვს ან ტყავს იყენებენ, ცხოველებზე ტესტირებული კოსმეტიკა და ა.შ.
გონებრივი იერიშის შემდეგ მონაწილეებმა შეიძლება მოიყვანონ მაგალითები, როდესაც თვითონ კომპანიები აკეთებენ განაცხადს ამა თუ იმ ღირებულებაზე, რომელსაც ემხრობიან. ტრადიციულად „Coca-Cola“ არჩევნებზე აშშ-ში მხარს უჭერს რესპუბლიკურ პარტიას და მის კანდიდატებს, „Pepsi-Cola“ კი - მათ კონკურენტებს დემოკრატიული პარტიიდან. „Nike“ იღებს ვირუსულ რგოლებს, რომლებიც პროპაგანდას უწევს ფემინიზმის იდეას. უფრო ცნობილია შემთხვევები, როცა ხალხი ბოიკოტს უცხადებს ამა თუ იმ საქონლის ან მომსახურების შეძენას. კომპანია „Hugo Boss“ კერავდა ფორმას ფაშისტური გერმანიის არმიისთვის, „Nestle“ „სვამდა“ აფრიკელ ჩვილ ბავშვებს თავის რძეზე, რის გამოც ბავშვები აღარ იღებდნენ სასარგებლო დედის რძეს. ზოგირთი საპარიკმახერო პრინციპულად არ ემსახურება ქალებს. „Евросети“-ის კრეატიულმა დირექტორმა განაცხადა, რომ გეებს „ცოცხლად შეტენიდა ღუმელში“. სამყაროში ბევრი საბაბია ბოიკოტისათვის.
II ეტაპი. ქეისებზე მუშაობა
დაყავით მონაწილეები 4-5 კაციან ჯგუფებად. ჯგუფების ნახევარს დაურიგეთ ქეისი 1, მეორე ნახევარს კი - ქეისი 2. მიეცით მათ 10 წუთი, რომ გაეცნონ ქეისს და პასუხი გასცენ მის შეკითხვებს.
10 წუთის შემდეგ თხოვეთ ჯგუფის მონაწილეებს, შეაჯამონ განხილვის შედეგები მეცადინეობის სხვა მონაწილეებისთვის. უმჯობესია, რომ ქეისის განსხვავებულ შეკითხვებზე ჯგუფის წევრებმა გააკეთონ შეჯამება. თუ სხვა ჯგუფების რომელიმე წევრს მოუნდება თავისი პოზიციის გამოხატვა ქეისის ამა თუ იმ საკითხზე, მოეცით მას ამის საშუალება.
III ეტაპი. დასკვნა
მეცადინეობის ბოლოს თხოვეთ მონაწილეებს დაფიქრდნენ, თუ არის ისეთი საკითხები ან მორალური დილემები, რომლებზეც მეცადინეობის შემდეგაც ვერ მოძებნეს გადაწყვეტილება. შეიძლება მონაწილეებს გაახსენდათ მათთვის ძალიან საკამათო შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება მეცადინეობის თემას. თხოვეთ მონაწილეებს, გვითხრან თითო ასეთი საკითხი ან მორალური დილემა ისე, რომ არ გასცენ პასუხი და არ განიხილონ ის.
დასარიგებელი მასალა
სამეცნიერო -პოპულარული ფესტივალის „Geek Picnic“-ის ორგანიზატორმა ნიკოლაი გორელიმ განაცხადა, რომ ფესტივალზე მომხსენებელია ვებგვერდის „Спутник и Погром“ შემქმნელი ეგორ პროსვირნინი. ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ პროსვირნინი მოიწვიეს, რათა მან ისაუბროს თავისი მედიაპროექტის წარმატების შესახებ, რადგან ეს არის „ერთადერთი დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა, რომელიც არსებობს მხოლოდ ხელმოწერათა მოდელით“. გორელიმ ასევე აღნიშნა, რომ გამოცემა „накраудфандило“ იხდის თანხას არა მარტო საიტის შენახვისთვის, არამედ ნაციონალური ორგანიზაციების განვითარებისთვისაც, რასაც ის „Спутник“-ის აშკარა წარმატებად მიიჩნევს. ფესტივალის ზოგიერთი მოწვეული ლექტორი და პოტენციური სტუმარი აღაშფოთა ამ ფაქტმა. სამეცნიერო ჟურნალისტმა ასია კაზანცევამ, რომელსაც უნდა გაეხსნა ფესტივალი, საერთოდ უარი განაცხადა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე იმ ადამიანთან ერთად, რომელიც იზიარებს ნაციონალისტურ შეხედულებებს და რომელიც აფინანსებს ნაციონალისტურ ორგანიზაციებს.
ინტერნეტის ზოგიერთი მომხმარებელი, იმის გაგებისას, რომ პროსვერნინი აღარ იქნება მომხსენებელი, აღშფოთდა მასზე ზეწოლის გამო, ორგანიზატორები კი დაადანაშაულეს „პლურალისტური მოსაზრებების“ არქონის გამო.
„Geek Picnic“ პიარ-სპეციალისტმა ევგენია გოროდნიჩევამ განაცხადა, რომ ფესტივალს არ აქვს და არც ექნება რაიმე პოლიტიკური პოზიცია. მან აღნიშნა, რომ ლექტორად აირჩევა „ხალხი, რომელმაც თავის სფეროში გარკვეულ სიმაღლეს მიაღწია“, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.
შეკითხვები მსჯელობისთვის
მსოფლიოში ცხოველებზე ექსპერიმენტები ოთხი მიზნით ტარდება:
ცხოველთა უფლებების დაცვის ცენტრის Вита-ს ვებგვერდზე მითითებულია ასეთი პოზიცია: „ყველა ჩამოთვლილი სფეროდან ცხოველთა გამოყენება ექსპერიმენტულ ტესტირებებში კოსმეტიკის შემუშავებისთვის - ეს ის სფეროა, სადაც კაცობრიობა ვერაფრით შეძლებს თავის გამართლებას კვლევების აუცილებლობით ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რაადგან ცხოველები მსხვარპლად იქცნენ მხოლოდ ადამიანური ახირებების გამო. სწორედ ამიტომ, ალტერნატივების ძებნა, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული იყო კოსმეტიკურ ტესტირებებზე, თუმცა ამჟამად შემოთავაზებულია ალტერნატიული მოდელები ყველა სხვა სფეროში კვლევებისთვის...“
2002 წელს ინგლისი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც აკრძალა ცდები ცხოველებზე კოსმეტიკის უსაფრთხოების შესამოწმებლად.
2009 წელს ცხოველებზე კოსმეტიკური ტესტირებები აკრძალეს ევროკავშირში.
2013 წელს ევროპის საბჭომ აკრძალა იმ კოსმეტიკით ვაჭრობა, რომლებსაც ცდიდნენ ცხოველებზე.
მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში აგრძელებენ კოსმეტიკის გამოცდას ცხოველებზე. მთელ რიგ ქყვეყნებში კანონები პირდაპირ მოითხოვს სავალდებულო ტესტირების ჩატარებას. ზოგიერთი კოსმეტიკის სავალდებულლო ტესტირება ცხოველებზე ტარდება, მაგალითად, ჩინეთში. იმის გამო, რომ ჩინური ბაზარი დიდია, ბევრ ბრენდს უნდა იქ თავისი პროდუქციის გაყიდვა. ეს კი ნიშნავს, რომ მოვალენი არიან დთანხმდნენ ტესტირებაზე იმის მიუხედავადაც კი, რომ წარმოებისას ამას არ აკეთებენ.
კომპანია „Avon“ ამაყობს, რომ იყო კოსმეტიკის მწარმოებელი პირველი ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომელმაც უარი თქვა კოსმეტიკა გამოეცადა ცხოველებზე, მაგრამ ამ ხმამაღალი რეკლამიდან ორი ათეული წლის შემდეგ, იგი გახდა სკანდალის მონაწილე, იმის გამო, რომ არ იყენებდა ტესტირებას ცხოველებზე, კომპანიის საიტზე განაცხდებიდან გასაგები გახდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში „Avon“ მაინც იყენებს თავისი პროდუქციის ცხოველებზე ტესტირებას. აი ასე ახსნა სიტუაცია თვითონ კომპანიამ:
„ცხოველთა კეთილდღეობის პატივისცემა არის „Avon“-ის უსაფრთხოების ფილოსოფიის ქვაკუთხედი.... ჩვენ დღეს არ ვატარებთ ცხოველებზე ტესტირებებს. ამის ნაცვლად ჩვენ ვიყენებთ პროდუქტების ტესტირების მეთოდებს, რომლებიც არ უკავშირდება ცხოველებს.
სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყანა მოითხოვს უსაფრთხოების დამატებით შემოწმებას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ცხოველებზე ტესტირებას. სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორობით „Avon“ მუშაობს იმაზე, რომ ხელი შეეწყოს სახელმწიფოს მიერ ტესტირების ალტერნატიული მეთოდების მიღებას, რომლებიც არ უკავშირდება ცხოველებს, მაგრამ თუ კომპრომისი ვერ მიიღწევა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, შევასრულოთ ადგილობრივი კანონმდებლობით მოთხოვნილი ტესტირება. ცდები ცხოველებზე - ესაა პრობლემა, რომელის წინაშეც დგას მსოფლიოს ყველა სილამაზის კომპანია“.
კომპანიის ასეთი პოზიციის საპასუხოდ ზოგიერთმა კლიენტმა მას ბოიკოტი გამოუცხადა.
შეკითხვები მსჯელობისთვის