მეცადინეობა 4. როგორ ვისწავლოთ ტოლერანტობა

გადაწყვეტილების მიღების გზები, თავისუფლებასთან  დაკავშირებული შეკითხვების შესაძზლებლობები და სირთულეები (ბეცავტა)

მეცადინეობის მიზნები:

  • 1) მონაწილეები აცნობიერებენ საკუთარი მოთხოვნილებების განხილვის აუცილებლობას დავალების შესრულების წინ;
  • 2) იღებენ თავიანთი პირველადი მოთხოვნილებების (მაგალითად, როდესაც ვინმეს სხვისი იდეა უფრო მოეწონება) შეცვლის გამოცდილებას;
  • 3) იგებენ, რომ საკამათო სიტუაციები საწინააღმდეგო მოთხოვნილებებით დემოკრატიული გზებით შეიძლება გადაწყდეს სხვადასხვაგვარად (საწყისი პირობების კრეატიული ცვლილებები, კომპრომისი, გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობის მიერ);
  • 4) რეალურ და წარმოსახვით კომპრომისს შორის განსხვავებაზე დაფიქრება;
  • 5) იგებენ, რომ ზოგჯერ რეალური კომპრომისი ჰქმნის უფრო მეტი თავისუფლების შეგრძნებას;
  • 6) იგებენ, რომ ადამიანები განსხვავებულად ღიქვამენ ერთსა და იმავე სიტუაციას;
  • 7) იაზრებენ, რომ საწყისი პირობების კრიტიკულად გადახედვა შესაძლებელია, ზოგჯერ კი - აუცილებელი;
  • 8) იაზრებენ, რომ მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება შედეგებზე ორიენტირების ნაცვლად;
  • 9) იაზრებენ გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების შესაძლებლობებს;
  • 10) კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუაციების მაგალითზე მოსინჯავენ გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების 4 ნაბიჯიან მოდელს.

საჭირო რესურსი და დამატებითი მასალა

  • გრძელი თოკი (მაგალითად, შესაფუთი თოკის ხვეულა);
  • მაკრატლები;
  • ქაღალდის ფურცლები ჩანიშვნებისთვის ყველა მონაწილისთვის (ალტერნატივის სახით - მომზადებული, სასურველია მონაწილეების მიერ დამოუკიდებლად გაფორმებული სასწავლო ბლოკნოტი);
  • კალმები ყველა მონაწილისთვის;
  • კომპლექტი შუქნიშნის ფერებიანი სამი ბარათით (წითელი, ყვითელი, მწვანე) ან „ღიმილაკების“ გამოსახულებით (J, K, L);
  • ფლიპჩარტის ქაღალდი და მარკერები ან სხვა მასალა პრეზენტაციებისთვის;
  • მეცადინეობის მონაწილის სმახსოვრო (იხ. დანართი);
  • გოგრა, საზამთრო, ფორთოხალი და სხვა, ან თუნდაც ერთ-ერთი მათგანის გამოსახულება.

 

საჭირო დრო: დაახლოებით 3 საათი

ზოგადი რეკომენდაციები მოდერატორს/წამყვანს

 ბეცავტას მეთოდი, (Betzavta ივრითიდან თარგმნილი ნიშნავს „ერთად“), შეიქმნა 1988 წელს იერუსალიმში დემოკრატიისა და მშვიდობის ინსტიტუტში დემოკრატიის, ტოლეტანტობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში განათლებისათვის, ხოლო 1990-იან წლებში ადაპტირებულია მიუნხენის ლუდვიგისა და მაქსიმილიანის სახელობის გამოყენებითი პოლიტიკური კვლევების ცენტრის მიერ ბერტელსმანის ფონდის მხარდაჭერით გერმანიაში საგანმანათლებლო სამუშაოებისთვის. მეთოდი ეფუძნება ისეთ მოსაზრებებს, როგორიცაა თავისუფლება და თანაბარი უფლებები, რომლებიც განიხილება როგორც საზოგადოების მიზნებისთვის მისღები პოლიტიკური და სოციალური მიზნები. თავისებურება ძირითად დებულებაშია, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია ძალიან კრეატიული  მეთოდებით, როდესაც პროცესში ჩართულები აღიარებენ, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლება თავისუფალ განვითარებაზე. ბეცავტა ჰქმნის ნიადაგს ჯგუფური პროცესების ინტენსიური რეფლექსიისთვის, რაც უზრუნველყოფს პირად და ემოციურ დონეზე გასვლას. 

ქვემოთ მოცემულია ორი სავარჯიშო, რომლებშიც  წარმოდგენილია მეცადინეობის შესავალი და მუშაობის პირველი ნაბიჯები. სავარჯიშოები აღწერილია ნაბიჯ-ნაბიჯ, მნიშვნელოვანი შენიშვნებით. სავარჯიშო 2 რეკომენდირებულია ჩატარდეს ბოლოს, მეცადინეობის შედეგების შესაფასებლად, რომ განმტკიცდეს მასალა. ის შეიძლება ჩატარდეს მეცადინეობის დასაწყისშიც - თემისთვის მომზადებისა და შესავალის სახით.  სავარჯიშოები შესაძლოა შესრულდეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლადაც ,უშუალოდ თითოეული სავარჯიშოს შემდეგ.  სხვა სავარჯიშობი შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ წყაროებში [1; 2; 4; 5]. მაღალი ემოციური დონის გამო არ არის რეკომენდირებული ერთ მეცადინეობაზე სამზე მეტი ასეთი სავარჯიშოს ჩატარება, რათა მონაწილეები არ გადაიტვირთონ და უზრუნველვყოთ მასალის გააზრებული გადამუშავება. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის დამოკიდებულია სამიზნე ჯგუფის გამოცდილებაზე და წამყვანმა დამოუკიდებლად უნდა შეაფასოს.

გარდა ამისა, მონაწილეებში სასწავლო პროცესის ღრმა ეფექტის მიღწევაზე პოზიტიურად მოქმედებს ის, რომ მეცადინეობის წამყვანები არიან ტოლერანტები, ქცევაში ხელმძღვანელობენ  დემოკრატიული ფასეულობებით და ადამიანის უფლებებით, ასევე აღიარებენ, რომ ყველას აქვს თავისუფალი განვითარების თანაბარი უფლება. მოსამზადებლად რეკომენდირებულია შეძლებისდაგვარად მიიღოთ მონაწილეობა მსგავს სავარჯიშოებში. სხვა შემთხვევაში, სავარჯიშოების ჩატარებისას, იქნება საკმაოდ ბევრი თვითრეფლექსია, გახსნილობა და კრიტიკული თვითშეფასება. 

სავაჯიშოების მომზადებისა და ჩატარებისას მნიშვნელოვანია თავი აარიდოთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „თამაში“, „თეატრი“, „ექსპერიმენტი“, „სიმულაცია“ და ა.შ. საუბარია რეალურ გამოცდილებაზე და მოცემულ სიტუაციაში ქცევაზე - წამყვანმა უნდა აარჩიოს შესაფერისი სიტყვები და ყურადღება მიაქციოს საკუთარ გამოთქმებს. ასევე, საჭიროა, რომ ზუსტად და თანმიმდევრულად ჩამოაყალიბოს სიტუაცია და დავალება მონაწილეებისთვის, რათა თავი აარიდოს ზედმეტ განმარტებებს. როგორც გამოცდილება აჩვენებს, ერთი და იმავე ფორმულირების მიუხედავად, სიტუაციას შესაძლოა ჰქონდეს სრულიად განსხვავებული განვითარება.

რეკომენდებულია, სავარჯიშო ჩაატაროს ორმა, რაც შესაძლებლობას მიცემთ , რომ გადაინაწილონ მოვალეობები და გაიადვილონ დაკვირვების პროცესი. გულდასმით მომზადება და შეთანხმება მათ დაეხმარება გაუგებრობის თავიდან აცილებაში. რეფლექსია უნდა ჩატარდეს წრეში ისე, რომ ყველას ჰქონდეს აზრის გამოთქმის და ერთმანეთის მოსმენის თანაბარი შესაძლებლობები. 

მეცადინეობის მსვლელობა

სავარჯიშო 1. თოკი (თავისუფლება)

შესავალი: პრინციპები:  მეცადინეობის დასაწყისში, განსაკუთრებით თითოეული სავარჯოშოს წინ, ყველა მონაწილისთვის აუცილებელია ღიად, სრულად და დაწვრილებით შემდეგი პრინციპების ახსნა:

  • მონაწილეობა - ნებაყოფლობითია;
  • ჩვენ არ ვასრულებთ როლებს - ყველა რჩება იმად, ვინც არის;
  • არ არის არაფერი სწორი და არასწორი;
  • ყურადღების ცენტრშია გამოცდილება და არა ქცევის შეფასება;
  • საუბარია არა კონკრეტული ადამიანების ხასიათზე, არამედ მოცემულ სიტუაციაში ქცევასა და ქცევით მოდელებზე, რომლებსაც ახორციელებს ადამიანი ამ პროცესში;
  • ჩვენ ვართ თანასწორუფლებიანები, ჩვენი მოთხოვნილებები თანაბრად მნიშვნელოვანია.

რეკომენდებულია, ჩამოიწეროს ეს პრინციპები და გავაკრათ ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე (მაგ. ფლიპჩარტზე, დაფაზე ან პროექტორის საშუალებით გაუშვათ კედელზე). პრინციპების პრეზენტაციის შემდეგ საჭიროა მონაწილეებს დავუსვათ შეკითხვები, თუ როგორ გაიგეს  ყოველივე  და მათთან ერთად გავცეთ ამ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები. ამის შემდეგ იმ მონაწილეებს, ვისაც არ უნდა სავარჯიშოში მონაწილეობის მიღება, ღიად ვაძლევთ ამ უფლების გამოყენების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში ისინი უნდა გამოეთიშონ პროცესს და დაკავდნენ რაიმე სხვა საქმიანობით მათ შეუძლიათ იყვნენ დამკვირებლები, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა რეფლექსიაში და მხედველობაში ჰქონდეთ, რომ თავს ვერ აარიდებენ სავარჯიშოდან გამოცდილების მიღებას და შესაძლოა, მასთან დაკავშირებულ ემოციებსაც.

ნაბიჯი 1. წამყვანი ყველა მონაწილეს ურიგებს ქაღალდის ფურცელს ჩანიშვნებისთვის და კალამს;

 ნაბიჯი 2. მონაწილეებს თხოვენ, ფურცელზე დაერონ პასუხი შეკითხვაზე (მათ ამისთვის აქვთ 4 წუთი):

  • რას გააკეთებდით, ახლა რომ ათწუთიანი შესვენება გქონდეთ?

 ნაბიჯი 3. ამის შემდეგ მონაწილეებს თხოვენ, შეინახონ ფურცლები ჯიბეში ,ან გადადონ გვერდით ისე, რომ ხელი არ შეეშალოს სავარჯიშოს მსვლელობას.

ნაბიჯი 4. თითოეულ მონაწილეს თხოვენ, მოიჭრან   თოკის ხვეულიდან ნებისმიერი ზომის თოკი და მისი ერთი ბოლო მიიბან სხეულზე;

ნაბიჯი 5. ამის შემდეგ მონაწილეებს თხოვენ, რომ გაერთიანდნენ 4-5 კაციან ჯგუფებში და გადაებან თოკებით ერთმანეთს. მცირე ჯგუფებში (არა უმეტეს 10-15 კაცისა) შეუძლია ყველა მონაწილეს, გადაებას ერთმანეთს;

ნაბიჯი 6. წამყვანი აცხადებს შესვენებას და თხოვს ყველა მონაწილეს, 10 წუთის შემდეგ დაუბრუნდეს მითითებულ ადგილს;

ნაბიჯი 7. წამყვანები ეთიშებიან პროცესს და ყურადღებით აკვირდებიან, საჭიროების შემთხვევაში აკეთებენ კომენტარებს ნეგატიური შინაარსის გარეშე. გამოცხადებული პრინციპები მოქმედებს მათთვისაც. ამიტომ მათ არ უნდა შეასრულონ როლები და უნდა დარჩნენ იმად, ვინც არიან . მათ შეუძლიათ გამოეხმაურონ შეკითხვებს და კომენტარებს, მაგრამ რეკომენდაციაა, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გამოეთიშონ პროცესს, რათა რაც შეიძლება ნაკლები გავლენა მოახდინონ მასზე. რეკომენდებულია, ჩაინიშნონ უჩვეულო ქცევის შემთხვევები მოქმედი პირების სახელების მითითებით, ზუსტად დააფიქსირონ სიტუაცია და დააკვირდნენ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობის რეაქციას. 10 წუთის შემდეგ წამყვანი აცხადებს, რომ შესვენება დასრულდა და თხოვს ყველას შეიკრიბოს ერთად. მონაწილეებს შეიძლება დაჭირდეთ ცოტა დრო, რომ სული მოითქვან რეფლექსიის დაწყებამდე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ატმოსფერო იყო დაძაბული.

რეფლექსია. შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ თითოეული მონაწილე იღებს ბარათებს შუქნიშნის სამი ფერით (წითელი, ყვითელი, მწვანე) და მათ თხოვენ, თავიანთ წინ დაიდონ იმ ფერის ბარათი, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება მათ განწყობილებას ამ მომენტისთვის (ამასთან, წითელი აღნიშნავს, მაგალითად, ცუდ განწყობილებას, ყვთელი - ნეიტრალურს, მწვანე - კარგს). საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა, მოკლე კომენტარი გააკეთონ არჩეული ბარათის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ბარათებთან დაბრუნება მოგვიანებით, რეფლექსიის დროს.

შემდეგ მონაწილეებს თხოვენ, ინდივიდუალურად უპასუხონ შეკითხვებს და საკუთარი აზრები დაწერონ ქაღალდის ფურცლებზე:

  1. ვინ იყო თქვენს ჯგუფში ყველაზე თავისუფალი?
  2. რამდენი პროცენტით დაკმაყოფილდა თქვენი მოთხოვნილებები?
  3. თუ წახვედით კომპრომისზე? ეს რეალური კომპრომისი იყო თუ წარმოსახვითი?
  4. თუ თქვენ შეიხსენით თოკი, რატომ გააკეთეთ ეს?
  5. თუ თქვენ არ შეიხსენით თოკი, რატომ არ გააკეთეთ ეს?
  6. რატომ არ მოითხოვეთ შესვენების გახანგრძლივება? შეკითხვების სია შეიძლება შეავსოთ ან შეცვალოთ ჯგუფისა და სიტუაციის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეკითხვების ადაპტირება. შესაძლებლობის მიხედვით, უმჯობესია, პასუხები დაწეროთ და განათავსოთ ისე, რომ ყველა ხედავდეს.

ამის შემდეგ რიგრიგობით განიხილება ყველა შეკითხვა. შემდეგი საუბარი მონაწილეებიდან წამოსულ თემებსა და გამონათქვამებზე (იხ. ქვემოთ „განვითარების შესაძლო ვარიანტები“)

რეფლექსიის ბოლოს რეკომენდებულიაჰკითხოთ ყველა მონაწილეს:

  • როგორ თვლით, რამდენად დემოკრატიულად იქცეოდით ერთმანეთთან ურთიერთობისას შესვენების დროს?

მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტები

ვარიანტი 1. მონაწილეები ცდილობენ, თოკის მოსხნის გარეშე შეასრულონ თითოეულის სურვილი. ასეთ შემთხვევაში რეფლექსიის დროს ჯობია დასვათ შემდეგი შეკითხვები:

  • სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს პირადი თავისუფლების შეზღუდვამ?

შეიძლება ისე მოხდეს, რომ მონაწილეებმა დაინახონ პოზიტივი იმაში, რომ ჰქონდათ დროის ერთად გატარების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში ჯობია ჰკითხოთ:

  • თუ იყო ვინმეს თავისუფლება იმდენად შეზღუდული, რომ პირად მოთხოვნილებებს აღარ ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა და შეუძლებელი იყო მათი დაკმაყოფილება?

თუ ვინმესთან იყო ასეთი შემთხვევა, ჯობია ჰკითხოთ:

  • ვინ თქვა, რომ შესვენების დროს უნდა დარჩენილიყავით გადაბმულები?

მოვლენების ასე განვითარებისას რეფლექსიის ცენტრალური ასპექტი შეიძლება გახდეს პირადი და სხვების თავისუფლების გაგება.

ვარიანტი 2. მონაწილეები მალე გამოეხსნებიან ერთმანეთს და შესვენებას ატარებენ ისე, როგორც თვითონ უნდათ. ასეთ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნება გაარკვიოთ მათი ქცევის მიზეზები:

  • ასე იმიტომ მოიქეცით, რომ განსხვავებული ინტერესები გქონდათ თუ უბრალოდ, არ გქონდათ მოტივაცია, რომ ერთად დარჩენილიყავით?
  • თუ იყო ისეთი მოთხოვნილებები, რომლების დაკმაყოფილებაც მხოლოდ დამოუკიდებლად შეიძლება?
  • რა უპირატესობას და ნაკლს ხედავთ იმაში, რომ ჯგუფის წევრები გამოეხსენით ერთმანეთს?
  • თუ არსებობს ამ სიტუაციის ალტერნატიული განვითარების შესაძლებლობები?

 ასევე, შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს პასუხები შეკითხვაზე:

  • რა კონფლიქტმა მიგიყვანათ თოკების შემოხსნამდე?

ვარიანტი 3. ზოგიერთი მონაწილე იხსნის თოკს, ზოგი რჩება გადაბმული. არსებობს შესვენების დროს ქცევის განსხვავებული შესაძლებლობები. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა განსაკუთრებით კარგად დამუშავდეს განსხვავებული მოთხოვნილებების, როგორც განსხვავებული ქცევის მიზეზების თემა. ამისთვის საჭიროა ერთმანეთს დავუპირისპიროთ გამოცდილება, სხვადასხვა მონაწილის განსხვავებული  აზრები და შთაბეჭდილებები, რომლებიც დარჩნენ გადაბმულები ან გამოეხსნენ დანარჩენებს:

  • რამდენად კმაყოფილი იყავით საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით?
  • რამდენად იყავით მზად, წასულიყავით კომპრომისზე და მსხვერპლად გაგეღოთ საკუთარი მოთხოვნილებები?
  • რამდენად სასარგებლო იყო კომპრომისი?

რეფლექსიის სხვა თემა შეიძლება იყოს წინასწარი ვარაუდები და/ან წარმოსახვითი შეზღუდვები:

  • ვინ თქვა, რომ შესვენების დროს მონაწილეები უნდა დარჩენილიყვენენ გადაბმულები?
  • ვის ჰქონდა მეტი თავისუფლება: მათ, ვისაც ყველაზე მოკლე თოკი ქონჰდათ, თუ ვისაც ყველაზე გრძელი თოკი?

ნათელი ხდება, რომ თითოეულისთვის შეიძლება თავისუფლებას ჰქონდეს განსხვავებული მნიშვნელობა. ეს გამსაკუთრებით  ყურადსაღებია, როდესაც ჯგუფს ჰქონდა ერთობლივი დავალება, ან საკამათო შეკითვები, ან ვერ შეძლეს კონფლიქტის გადაჭრა. ამასთან დაკავშირებული შეკითხვები რეფლექსიისთვის:

  • რას ნიშნავს თითოეული თქვენგანისთვის თავისუფლება?

სავარჯიშო 2. გადაწყვეტილების მიღება დემოკრატიულად

შესავალი: საწყისი სიტუაცია: ძალიან ხშრად ადამიანები, ჩვეულების მიხედვით, მოითხოვენ სწრაფ და მათი აზრით, მაქსიმალურად სამართლიან გადაწყვეტილებას და ვერ ამჩნევენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ზოგიერთი მონაწილის მოთხოვნილებები საერთოდ არაა გათვალისწინებული.

წამყვანი ეკითხება მონაწილეებს:

  • გამოცდილება გაქვთ გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღებაში?

ეს შეკითხვა შეიძლება დავუკავშიროთ მთლიან ცხოვრებილეულ გამოცდილებას, ან უფრო კონკრეტულად, ამ მიმდინარე მეცადინეობას,ან უშუალოდ წინა სავარჯიშოებს. ინდივიდუალური პასუხები, დიდი ალბათობით, შეიძლება შეჯამდეს შემდეგ პუნქტებში (იხ. ცხრილი 1)

ცხრილი 1

ქცევის დემოკრატიული სახე ტიპურ სიტუაციებში

 

საწყისი სიტუაცია

ქცევის დემოკრატიული სახე

1

ხშირად გადაწყვეტილება მიიღება დაუსაბუთებელ მონაცემებზე დაყრდნობით.

იმის აღიარება, რომ ყველას გააჩნია თავისუფალი განვითარების თანაბარი უფლება, არის მთავარი პრინციპი, რომელიც იძლევა როგორც პიროვნების, ისე საზოგადოების განვითარების შესაძლებლობას.

2

ქცევის დემოკრატიულ  სახეში გულისხმობენ კომპრომისზე წასვლის მზაობას და გადაწყვეტილების მიღებას უმრავლესობით.

გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღებისას მნიშვნელოვანია არ ამხოლოდ შედეგი, არამედ თვითონ პროცესიც.

3

პრობლემის გადაჭრა ხშირად მიმართულია შედეგზე და არა მოთხოვნილებებზე

დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად  მოქცევა - გულისხმობს გადაწყვეტილების ძებნას, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მონაწილეთა მოთხოვნილებებს

მომზადება: წამყვანი დებს გოგრას (ალტერნატივად შეიძლება გამოიყენოთ ნესვი, ფორთოხალი და ა.შ. ან თუნდაც ერთ-ერთის გამოსახულება) ჯგუფის წინ და გამოყოფს ამ სავარჯიშოსთვის ნებისმიერ სამ მონაწილეს, რომლებმაც, ლეგენდის მიხედვით, იპოვეს ეს გოგრა. იწყება საუბარი მთელ ჯგუფთან   გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების 4 ნაბიჯის შესახებ:

  • როგორ მოვიქცეთ?

 ნაბიჯი 1. თუ არის კონფლიქტი? რა მოთხოვნებია?  ზოგიერთი მონაწილე, როგორც წესი, გვთავაზობს გაიყოს გოგრა 3 თანაბარ ნაწილად. წამყვანი ეკითხება:

  • ყველა ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას?

ძალიან ხშირად ამ მომენტში იწყებენ მონაწილეები პირველად დაეჭვებას. წამყვანმა უნდა გამოავლინოს ის, მაგალითად, შემდეგი შეკითხვით:

  • საიდან იცით, რა უნდა იმ სამს, ვინც გოგრა იპოვა?

აქ საჭიროა შემდეგი აზრის განმტკიცება:

  • გოგრის შემთხვევაში შესაძლებელია, მის რომელიმე მპოვნელს უნდოდეს მხოლოდ მისი რბილობი სუპის მოსამზადებლად, მეორეს - თესლები მოსახალად , მესამეს კი - მხოლოდ ქერქი ჰელოუინისთვის. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გოგრის ისე გაყოფა, რომ  კმაყოფილი იქნება  მიღებული გადაწყვეტილებით.

ნაბიჯი 2. საწყისი პირობების კრეატიული ცვლილება

წამყვანი კითხულობს:

  • როგორ მოვიქცეთ, თუ სამივეს უნდა რბილობი?

ასეთ შემთხვევაში მონაწილეები ხშირად გვთავაზობენ, გაიყოს გოგრის რბილობი სამ თანაბარ ნაწილად.

  • არის თუ არა ეს ოპტიმალური ვარიანტი თუ ეს აზრი გაჩნდა გარკვეული წინასწარი მოსაზრებებისგან?

მოსაზრებების და მათი უარყოფის მაგალითები:

  • ყველასთვის არის მხოლოდ ერთი გოგრა.
  • უარყოფა: იქნებ შეიძლება კიდევ ორი გოგრის შოვნა

თუ ეს შესაძლებელია, მაშინ პრობლემა მოხსნილია. თუ არა, შესაძლებელია შემდეგი მოსაზრებები:

  • თანხა მხოლოდ ერთი გოგრისთვისაა საკმარისი
  • უარყოფა: შესაძლოა, არის საკმარისი თანხა კიდევ ორი გოგრის შესაძენად

თუ ეს შესაძლებელია, მაშინ პრობლემა მოხსნილია. თუ არა, შესაძლებელია შემდეგი მოსაზრებები:

  • სამივეს გოგრა ჭირდება ერთდროულად
  • უარყოფა: შესაძლოა, მხოლოდ ერთ მათგანს ჭირდება გოგრა სწორედ ახლა, დანარჩენებს კი - მოგვიანებით.

ეს მაგალითები აჩვენებს, როგორ ხდება „სწორი“ გადაწყვეტილებების მიღება შეცდომით, გამოუხატავი ნაადრევი მოსაზრებებიდან. ამ გზით ხშირად მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც, ერთი შეხედვით, მიღებულია დემოკრატიულად. რა თქმა უნდა, ისინი ხშირად არ აკმაყოფილებს მონაწილეებს, რადგან ეს გადაწყვეტილებები არ ითვალისწინებს მათ რეალურ მოთხოვნილებებს. ხშირად ასეთი გადაწყვეტილებები იწვევს კონფლიქტებს.

ნაბიჯი 3. კომპრომისი, როგორც პროცესის ყველა მონაწილის თანაბარი შეზღუდვა.

წამყვანი თავაზობს,(თუ ეს მოსაზრება რომელიმე მონაწილემ წამოაყენა, წამყვანი აიტაცებს მის წინადადებას), ამოვიდნენ იმ მოსაზრებიდან, რომ სამივეს გოგრა ჭირდება ერთდროულად. ამ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებაა:

  • გაიყოს გოგრა სამ თანაბარ ნაწილად.

 ამ სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება ყველას დააკმაყოფილებდა.

ნაბიჯი 4. გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობით

წამყვანი თავაზობს სიტუაციას:

  • რა მოხდება,თუ სასურველი ობიექტის გაყოფა/დანაწილება შეუძლებელია, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება ველოსიპედს?

ასეთ სიტუაციაში მონაწილეები ხშირად გვთავაზობენ, ისარგებლონ ველოსიპედით რიგრიგობით. ან და იმის გადასაწყვეტად, ვის უფრო მეტად ჭირდება, ეკითხებიან ველოსიპედით დაინტერესებულებს, რისთვის უნდათ ველოსიპედი.

წამყვანი ეკითხება ყველა მონაწილეს:

  • თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ სიტუაცია თქვენი ცხოვრებიდან, როდესაც უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება იყო ოპტიმალური?
  • კომპრომისი და გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობით არის მხოლოდ მე-3 და მე-4 ნაბიჯი გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების გზაზე. თუმცა, მათ აქვთ აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი ორი ნაბიჯით ვერ მოხერხდა კონფლიქტის გადაჭრა.

5 ნაბიჯი 5. მუშაობა მცირე ჯგუფებში. მონაწილეები ქმნიან, მაგალითად,  4-5 კაციან, მცირე ჯგუფებს. ეს რიცხვი შეიძლება შეიცვალოს მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიხედვით.

ნაბიჯი 6 . სიტუაცია ცხოვრებიდან.  წამყვანი სთხოვს მონაწილეებს, გაიხსენონ 2 პრობლემური სიტუაცია ცხოვრებიდან, რომელთა დარეგულირებაც მოხერხდა გადაწყვეტილების უმრავლესობით მიღების გზით. მონაწილეები იღებენ ფურცლებს და სამახსოვროებს ჯგუფებში სამუშაოდ (იხ. დანართი). მინი ჯგუფებში მონაწილეები განიხილავენ სიტუაციებს და მათთან დაკავშირებულ ნაადრევ მოსაზრებებს. ამის შემდეგ მათ სავაზობენ, იპოვონ ამ პრობლემების კრეატიული გადაწყვეტა. თუ მეცადინეობის დროს ჯგუფში აღმოცენდება საკამათო ან კონფლიქტური სიტუაცია, რეკომენდებულია მათი გამოყენება.

რეფლექსია. მონაწილეები ყოველ მინი ჯგუფში ირჩევენ 1-2 მაგალითს მთელი ჯგუფის წინაშე წარსადგენად. შემდეგი დისკუსია უნდა უკავშირდებოდეს მონაწილეთა გამოცდილებას, რომელიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების 4 ნაბიჯთან. შეკითხვები:

  • რით იყო სასარგებლო კონფლიქტური სიტუაციების განხილვა?
  • თუ შეძელით ისეთი მოსაზრებების წამოყენება, რომლებმაც განტვირთა კონფლიქტური სიტუაცია?
  • რა შემთხვევბში უნდა დაკმაყოფილებულიყავით უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით?
  • რის საფუძველზე მივიდა ჯგუფი ასეთ გადაწყვეტილებამდე?
  • განიხილებოდა თუ არა ჯგუფში პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული ვარიანტები, თუ გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობით იყო ერთადერთი შესაძლებლობა ამ შემთხვევაში?
  • რამდენად გამოიყენება გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების მეთოდი რეალობაში?
  • რომელი შეკითხვები დარჩა ღია?

 დასკვნა: ზოგჯერ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ატარებენ კეთილსინდისიერად და სრულად, გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების 4 ნაბიჯის საშუალებითაც მიდიან იგივე შედეგებამდე, როგორიც ეს იქნებოდა გადაწყვეტილების მაშინვე უმრავლესობით მიღებისას. ხშირად ეს მეთოდი უაზრო და არაეფექტური ჩანს. მისი მიზანშეწონილობის გასაგებად სასარგებლოა წარმოვიდგინოთ თავი მათ ადგილზე, ვინც კენჭის ყრისას უმცირესობაში აღმოჩნდა, (ან გავიხსენოთ მსგავსი სიტუაცია). უმრავლესობის გულწრფელი სურვილი, მოისმინოს ყველას საჭიროება (1 ნაბიჯი გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღებისას) და პატიოსანი სწრაფვა  მიაგნოს ერთობლივ გადაწყვეტილებას, (მე-2 ნაბიჯი გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღებისას) მნიშვნელოვნად ზრდის უმრავლესობის მოსაზრების აღიარების დონეს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირადი მოსაზრება არ ემთხვეოდა, ან ახლაც არ ემთხვევა ამ გადაწყვეტილებას. ეს არბილებს შესაძლო კონფლიქტს საზოგადოებაში და აუმჯობესებს ყველა მონაწილის მიერ სიტუაციის და ერთმანეთის გაგებას.

 

PS. თუ ნამდვილი გოგრა გაქვთ (ან სხვა მსგავსი რამ), მეცადინეობის ბოლოს თვალსაჩინო მაგალითის სახით შეიძლება მართლა გაყოთ ეს გოგრა და დაამუშაოთ ყველა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს (იხ. სავარჯიშო 2) 

წყარო
  1. ტრენერი. ჯგუფი. სემინარი: ახალგაზრდების განათლების სხვა გზა.ბერლინი: MitOst e. V. 21, 2009. URL: http://mitost.org/editions/trenergrupaseminar.html (თარიღი:10.2017).
  2. Betzavta : [ვებგვერდი]. URL: http://www.betzavta.de/ (თარიღი: 10.2017).
  3. Brainstorming // Wikipedia :[ვებგვერდი]. URL: https://de.wikipedia.org/wiki/Brainstorming (თარიღი: 10.2017).
  4. Seminarkonzept „Betzavta/Miteinander“ // Akademie Führung & Kompetenz : [ვებგვერდი]. URL: http://www.cap-lmu.de/akademie/praxisprogramme/betzavta-miteinander/ (თარიღი:10.2017).
  5. The Adam Institute for Democracy &Peace :[ვებგვერდი]URL: http://www.adaminstitute.org.il/ (თარიღი: 10.2017).
დანართი

მეცადინეობის მონაწილის სამახსოვრო

 

ინდივიდუალური მუშაობა

გთხოვთ, გაიხსენოთ 1-2 პრობლემური სიტუაცია თქვენი ცხოვრებიდან, რომლებიც გადაიზარდა კონფლიქტში და რომელიც დარეგულირდა გადაწყვეტილების უმრავლესობის მიღების გზით. დასახმარებლად შეგიძლიათ ჩაიწეროთ საკვანძო სიტყვები. მაგალითები დაგეხმარებათ შემდგომში მინი ჯგუფებში მუშაობისას.

მინი ჯგუფებში მუშაობა

განიხილეთ თქვენს მინი ჯგუფში კონფლიქტური სიტუაციების შესაძლო მოგვარება „გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების 4 ნაბიჯის“ მოდელის საშუალებით. აირჩიეთ 1 ან 2 სიტუაცია, რომელსაც წარუდგენთ მთელ ჯგუფს.

ნაბიჯი 1. აქვს თუ არა ადგილი კონფლიქტს? ნამდვილად შეუთავსებელია კონფლიქტის მხარეების საჭიროებები? თუ კი, მაშინ...

ნაბიჯი 2. აქვს თუ არა ადგილი დაუსაბუთებელ ნაადრევ მოსაზრებებს და ნამდვილად არ არის ალტერნატიული გადაწყვეტილებები (საწყისი სიტუაციის კრეატიული შეცვლა)? თუ ეს შესაძლებელია, მაშინ ....

ნაბიჯი 3. პროცესის ყველა მონაწილის თანაბარი შეზღუდვა (კომპრომისი). თუ ეს შესაძლებელია, მაშინ....

ნაბიჯი 4. გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა, ამასთანავე, საჭიროა მათი რიცხვის მინიმუმამდე დაყვანა, ვისი ინტერესებიც არ იქნება გათვალისწინებული.