მეცადინეობა 2. მრავალფეროვნება ჩემში, ჩემს გარემოცვასა და საზოგადოებაში, რომელშიც ვცხოვრობ.

მუშაობა იდენტურობაზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე  ყოველდღიურ ცხოვრებაში ურთიერთზემოქმედებისას.

მეცადინეობის მიზნები:

  • 1) მონაწილეები იგებენ, რა არის განსხვავებულობა, მრავალფეროვნება და წინა განსჯა;
  • 2) იმის გაგება, რამდენად განსხვავებულნი არიან ადამიანები და რამდენად ბევრი იდენტობა არსებობს;
  • 3) მოძებნიან საერთო თვისებებს სხვებთან, მიუხედავად განსხვავებულობისა;
  • 4) გაიგებენ საკუთარი პოტენციალის შესახებ;
  • 5) შეიგრძნონ, როგორია - იცავდე საკუთარს, რაიმე ძალიან პირადულს ან არ იცავდე, როგორ იქცევიან სხვები ამასთან დაკავშირებით და როგორია - დაიცვა საკუთარი იდენტობა;
  • 6) იგებენ, როგორია იყო ჯგუფის წევრი, რომელთაგან თითოეული შეიძლება ითავსებდეს მრავალ იდენტობას;
  • 7) მიაქცევენ ყურადღებას არათანაბარ შესაძლებლობებს საზოგადოებაში;
  • 8) გაიგებენ გარკვეული სოციალური ან კულტურული ჯგუფის მიკუთვნების შესაძლო ინდივიდუალურ შედეგებს;
  • 9) პრაქტიკულად გამოიყენებენ ემპათიის უნარ-ჩვევას ერთმანეთის მიმართ;
  • 10) გაფანტავენ საკუთარ შეხედულებას ყოველდღიურობაში ხელისუფლების უთანასწორობის შესახებ
  • 11) საკუთაარ თავზე გამოცდიან ძალაუფლების და უსუსურობის განცდებს და იმუშავებენ მათზე;
  • 12) გაარკვევენ სიტუაციას ხელისუფლებასთან ჯგუფში და საზოგადოებაში, იპოვიან ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკუთარ ემოციურ მიდგომას და სამოქმედო სტრატეგიას.

საჭირო რესურსი და დამატებითი მასალა:

  • ლიმონი (ან სხვა ხილი / საგნები) მონაწილეთა რიცხვის ნახევრის რაოდენობით;
  • ფლიპჩარტი, მარკერები ან სხვა საპრეზენტაციო მასალა;
  • ქაღალდის ფურცლები (А4) და კალამი თითოეული მონაწილისთვის;
  • თითოეული მონაწილისთვის 2-3 სუფთა ბარათი ან 2-3 ქაღალდის ფურცელი;
  • სვარჯიშოს შესასრულებლად საკმარისი ზომის სასწავლო აუდიტორია;
  • სკამი თითოეული მონაწილისთვის

საჭირო დრო: 5-6 საათი

ზოგადი რეკომენდაციები მოდერატორს/წამყვანს

იმისათვის, რომ გავიგოთ შესაძლებლობების მრავალფეროვნება, საჭიროა გაირკვეს, რას ნიშნავს სინამდვილეში მრავალფეროვნება. როგორ უკავშირდება საკუთარ პიროვნებას? ახდენს თუ არა გავლენას იმაზე, როგორ აღვიქვმთ საკუთრ თავს და საკუთარ გარემოცვას? მრავალფეროვანი წარმოდგენების და მოსაზრებების გაგების საფუძველია კრიტიკული განხილვა.

ქვემოთ მოცემული სავარჯიშოები შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ მრავალფეროვნება და შევიგრძნოთ მისი ზემოქმედება. სავარჯიშოები დალაგებულია ისეთი თანმიმდევრობით, რომ მონაწილეები ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ ძირითად თემამდე. ამიტომ, რეკომენდებულია მეცადინეობის დროს ჩატარდეს სავარჯიშოები მოცემული თანმიმდევრობით და შეძლებისდაგვარად სრულად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სავარჯოშოები ჩატარდეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც, ამიტომ რეფლექსიის ნაბიჯები მოცემულია უშუალოდ ყოველი სავარჯიშოს შემდეგ. სხვა სავარჯიშოები შეგიძლიათ იხილოთ წყაროებში [1; 2; 3].

ყოველი სავარჯიშოს დაწყების წინ წამყვანმა უნდა გააანალიზოს  საკუთარი იდენტობის მრავალფეროვნება და გაერკვეს მასში - ეს გამოადგება როგორც სავარჯიშოს ჩატარებისას მაგალითების მოყვანის დროს, ისე სავარჯოშოს რეფლექსიისას.  სასარგებლოა, ასევე, მრავალფეროვანი ჯგუფების გამოკვლევა, რათა შეძლონ სავარჯოშოს დროს შეამჩნიოს დეტალები და გაასწორონ ნიუანსები.

ტერმინები

იდენტობა - სოციალური კატეგორია, რომელსაც ადამიანი მიაკუთვნებს საკუთარ თავს;

ძალაუფლება - პრივილეგია, რომლითაც ადამიანი სარგებლობს საკუთარი იდენტობის (იდენტობების) მიკუთვნებით განსაზღვრულ ჯგუფთან ან საზოგადოებასთან.

 

მეცადინეობის მსვლელობა

სავარჯიშო 1. ლიმონი

 ნაბიჯი 1. წამყვანი დაფაზე წერს „ლიმონი....“ და სთხოვს მონაწილეებს, გააგრძელონ წინადადება. ყველაფერი, რაც ითქმება, იწერება იმავე ფლიპჩარტზე, მაგ: „ყვითელი“, „მჟავე“, „ჯანმრთელობა“, „ოვალური“ და ა.შ.

ნაბიჯი 2. წამყვანი დებს მონაწილეების წინ ყუთებს(მაგ:ჯამი ან ყუთი)  ლიმონით სავსეს და სთხოვს, წყვილებმა აიღონ თითო ლიმონი და გულდასმით დაათვალიერონ.

ნაბიჯი 3. მონაწილეთა წყვილები ათვალიერებენ საკუთარ ლიმონს და 1-2 წუთის შემდეგ, წამყვანის ნიშანზე დებენ უკან იმავე ყუთში.

ნაბიჯი 4. წამყვანი ურევს ყველა ლიმონს ერთმანეთში და სთხოვს ყველა წყვილს, მოძებნოს და აიღოს „თავისი“ ლიმონი.

რეფლექსია. ყველა საუბრობს, როგორ მოახერხეს „საკუთარი“ ლიმონის პოვნა. წამყვანი ეხმარება განხილვაში შეკითხვებით:

  • რას ნიშნავს ის, რომ შესაძლებელი გახდა ხელახლა გეპოვნათ „საკუთარი“ ლიმონი დასაწყისში გამოყენებულ „ლიმონთან“  მიმართებაში? (მაგ: „ზოგიერთი ლიმონი“ / ზოგჯერ ლიმონი არის....“)
  • რა პარალელები შეიძლება გავავლოთ ამ სავარჯიშოსა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის?

სავარჯიშო 2. იდენტობის მოლეკულა

მომზადება:  ყველა მონაწილისთვის უკეთ გასაგებად რეკომენდებულია შემდეგი ნაბიჯების ვიზუალიზაცია, მაგალითად, ფლიპჩარტზე. ქვემოთ მოცემული სქემა (იხ. დანართი) შეიძლება წინასწარ ამობეჭდოთ და გამოიყენოთ როგორც შაბლონი. თუმცა, როგორც გამოცდილება აჩვენებს, იდენტობის მოლეკულები უფრო მეტად ინდივიდუალური და მრავალფეროვანია, როცა მას თვითონ მონაწილეები ქმნიან. თუ როგორ ხდება ეს, აღწერილია შემდეგ ნაბიჯებში:

ნაბიჯი 1: ინდივიდუალურად, ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე, მონაწილეები (А4) ფურცლის შუაში ხატავენ წრეს და წერენ მასში საკუთარ სახელს;

ნაბიჯი 2: ცენტრში დახატული წრის ირგვლივ, რომელშიც სახელი წერია, ასევე ინდივიდუალურად და უხმოდ მონაწილეები ხატავენ კიდევ 5-7 წრეს, მიიღება ერთგვარი მოლეკულა. ამ წრეებში მონაწილეები წერენ თავიანთ ყველაზე მთავარ იდენტობებს ანუ სოციალურ კატეგორიებს, რომლებსაც მიაკუთვნებენ საკუთარ თავს მოცემულ მომენტში და მოცემულ ადგილზე. წამყვანი ფლიპჩარტზე ხატავს ასეთივე მოლეკულას საკუთარ მაგალითზე და აძლევს მონაწილეებს დაახლოებით 5 წუთს დავალების ინდივიდუალურად შესასრულებლად. დავალების უფრო ადვილად შესასრულებლად გამოიყენება ფორმულირება: „მე - ....“. რადგან საქმე ეხება იდენტობებს, რომლების მნიშვნელოვანია მონაწილეებისთვის აქ და ახლა, შეიძლება სახელით არ დასახელდეს რომელიმე ან რამდენიმე იდენტობა, რომელთა განხილვაც არ უნდათ სხვებთან და აღნიშნონ ეს იდენტობა რომელიმე ნეიტრალური ნიშნით (მაგ: «Х», «Y»). წამყვანმა უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი მაგალითი თავის ვიზუალიზაციაშიც.

ნაბიჯი 2ა: წამყვანი ურიგებს ყველა მონაწილეს 2-3 ცარიელ ბარათს ან ქაღალდის ფურცელს. მონაწილეები ამოიწერენ საკუთარი მოლეკულებიდან 2-3 ყველაზე მნიშვნელოვან იდენტობას ბარათებზე, ცალ-ცალკე და  პირით ქვემოთ უბრუნებენ წამყვანს. ეს ნაბიჯი საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ ჩატარდება სავარჯოშო 3 „ავდგეთ .... “;

ნაბიჯი 3: მონაწილეები ერთიანდებიან 3 კაციან ჯგუფებში და განიხილავენ მათთვის ამ მოცემული დროისა და ადგილისთვის ყველაზე მნიშვნელოვან იდენტობებს. მონაწილეებისთვის რეკომენდებული შეკითხვები:

  • რას ნიშნავს თქვენთვის ეს იდენტობები?
  • როგორ გრძნობთ თავს ამ იდენტობებით?
  • რა აზრი და შეკითხვები გიჩნდებათ, როდესაც იგებთ სხვების იდენტობებს?
  • თუ არის საერთო იდენტობები თქვენს ჯგუფში?
  • თუ იყო რაიმე ისეთი, რამაც გაგაკვირვათ, ან განსაკუთრებულად დაგაინტერესათ?

უფრო საინტერესო და სასარგებლო იქნება გაერთიანდნენ ის მონაწილეები, რომლებიც ნაკლებად იცნობენ ერთმანეთს.

ნაბიჯი 4: მონაწილეები იკრიბებიან ხელახლა დიდ ჯგუფში და ინდივიდუალურად, სხვებთან განხილვის გარეშე, ხატავენ თავიანთ ფურცლებზე კიდევ 13 წრეს და ამ სახით ზრდიან საკუთარ მოლეკულას. ალტერნატივის სახით შეიძლება ეს ახალი წრეები გამოიხატოს საწყისი მოლეკულის ირგვლივ ყვავილის ფურცლების სახით.  თითოეული წრე (ყვავილის ფურცელი) იქნება იმ ერთი სოციალური კატეგორიის სიმბოლო, რომლის მიკუთვნებულობაზე გავლენის მოხდენაც ხშირად შეუძლებელია, - ესენია:

  • რელიგია;
  • მოქალაქეობა;
  • განათლება;
  • ფიზიკური ან ფსიქიკური შეზღუდულობა;
  • კანის ფერი;
  • წარმომავლობა (ქალაქი/სოფელი);
  • უცხო ენების ცოდნა;
  • ასაკობრივი ჯგუფი;
  • სქესი;
  • მშობლიური ენა;
  • სექსუალური ორიენტაცია;
  • ოჯახური მდგომარეობა;
  • სოციალური სტატუსი.

წამყვანი თანმიმდევრობით ასახელებს კატეგორიებს, მონაწილეები კი საპასუხოდ წერენ საკუთარ იდენტობებს თავიანთ შესაბამის წრეში (ყვავილის ფურცელში). ამ შემთხვევაში ასევე რეკომენდებულია, დაიწეროს კატეგორიები ისე, რომ ყველა ხედავდეს (მაგ: ფლიპჩარტზე) და ზოგიერთი მათგანისთვის დასახელდეს მაგალითები. არაა რეკომენდებული ყველა კატეგორიის ერთბაშად ჩვენება, რადგან ეს შეიძლება რთული ეჩვენოთ.

რადგანაც აქ საუბარია ისეთ იდენტობებზეც, რომლებიც მნიშვნელოვანია მონაწილეებისთვის  და ახლა არ სურთ სხვებთან საუბარი, მათ აღნიშნეს ნეიტრალური ნიშნებით («Х», «Y»), იდენტობები «ყვავილის ფურცლებზე“  შეიძლება დაემთხვეს მოლეკულის შიდა ნაწილის იდენტობებს. ამის მიუხედავად, რეკომენდებულია მათი ჩაწერა.

ნაბიჯი 5: მონაწილეები ქმნიან ახალ 3 კაციან ჯგუფებს და მსჯელობენ დამატებულ იდენტობებზე:

  • რას ნიშნავს თქვენთვის ეს იდენტობა?
  • როგორ გრძნობთ თავს ამ იდენტობით?
  • რა აზრი და შეკითხვები გიჩნდებათ, როდესაც იგებთ სხვების იდენტობებს?
  • თუ არის საერთო იდენტობები თქვენს ჯგუფში?
  • თუ იყო რაიმე ისეთი, რამაც გაგაკვირვათ ან განსაკუთრებულად დაგაინტერესათ?

ნაბიჯი 6:   ისევ დიდ ჯგუფში, ინდივიდუალურად, ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე, აღნიშნავენ განსხვავებული ფერებით, ან სიმბოლოებით ყოველ იდენტობას, ან მის სიმბოლოს. ის იდენტობები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აძლევთ პროვილეგიას ე.ი უპირატესობას, აღინიშნება მაგალითად, ნიშნით „+“ ან მწვანე ფერით, ხოლო რომლებიც ზღუდავენ ე.ი  აყენებენ არახელსაყრელ მდგომარეობაში, მაგალითად, ნიშნით „-“ ან წითელი ფერით. შემდეგ მათ შეუძლიათ მოსინჯონ და გააერთიანონ ერთნაირად მონიშნული, ან გაფერადებული მოლეკულები. ალტერნატივის სახით, შესაძლებელია ამა თუ იმ ნიშნით მონიშნული სოციალური კატეგორიების დათვლა. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ, რომელი სოციალური კატეგორიის კუთვნილებად გრძნობენ მოსწავლეები თავს, რომელი ანიჭებთ პრივილეგიებს, ან პირიქით, აყენებს არახელსაყრელ პირობებში.

ნაბიჯი 7: მონაწილეები ქმნიან ახალ 3 კაციან ჯგუფებს და მსჯელობენ საკუთარი იდენტობების მნიშვნელობაზე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. რეკომენდებული კითხვები მონაწილეებისთვის:

  • როგორ გრძნობთ თავს ამ იდენტობით?
  • რა აზრი და შეკითხვები გიჩნდებათ, როდესაც იგებთ სხვების იდენტობებს?
  • რამდენად ფრთხილები უნდა ვიყოთ პრივილეგიებთან მიმართებაში?
  • რას ნიშნავს საზოგადოებაში მეტად ან ნაკლებად პრივილეგირებულად ყოფნა?

იმის გამო, რომ განსახილველი საკითხები შეიძლება იყოს ძალიან პირადული, რეკომენდებულია ჯგუფებში მათი გაერთიანება ვინც მეგობრობენ, ან ნაცნობები მაინც არიან.

რეფლექსია: თუ არ გეგმავთ ჩაატაროთ 3 სავარჯიშო „ავდგეთ ... “, რომელიც ამ სავარჯიშოშ შემდეგაა აღწერილი, რეკომენდებულია რეფლექსიის ახლა ჩატარება. სხვა შემთხვევაში მაშინვე გადადით 3 სავარჯიშოზე.

სავარჯიშო 3 „ ავდგეთ ... “

მომზადება. ბარათები, რომლებზეც მე-2 სავარჯიშოში „იდენტობის მოლეკულა“ მონაწილეებმა დაწერეს საკუთარი იდენტობები (თითო იდენტობა თითო ბარათზე), აირევა ერთმანეთში და სათითაოდ დაიწყობა იატაკზე სპირალის მსგავსად.  ამათან, მსგავსი იდენტობები შეიკრიბება ერთად და დაეწყობა ერთმანეთზე. ერთნაირად ჩაითვლება მხოლოდ სრულიად მსგავსი იდენტობები. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, ვაჟი ან გოგო  არის განსხვავებული იდენტობები, ისევე, როგორც „გოგონა?  და „საყვარელი გოგონა თუ ქალიშვილი“  ან „და“ და „დაიკო“. სპირალის ირგვლივ სკამებისგან კეთდება შეკრული წრე, რომლებზეც სხედან მონაწილეები. ყველა სკამი უნდა იყოს დაკავებული და მათზე უნდა ისხდნენ მხოლოდ ის მონაწილეები, ვისი იდენტობებიც აწყვია იატაკზე, ანუ ვინც მიიღო მონაწილეობა წინა მე-2 სავარჯიშოში „იდენტობის მოლეკულა“. წამყვანის ასისტენტები, სტუმრები ან სხვა ვინმე არ უნდა იჯდეს წრეში და არ უნდა იღებდეს მონაწილეობას სავარჯიშოში. მათ შეუძლიათ დააკვირდნენ და ჩაერთონ რეფლექსიაში.

ნაბიჯი 1. წამყვანი აცნობს წრეში მსხდარ მონაწილეებს მოვლენების შემდეგ მსვლელობას (საჭიროების შემთხვევაში მოყავს შესაბამისი მაგალითები)

  1. წამყვანი კითხულობს, მოძრაობს სპირალის გასწვრივ და ერთმანეთის მიყოლებით კითხულობს იდენტობებს;
  2. იდენტობის დასახელების შემდეგ მონაწილეები დგებიან იმის მიხედვით, მიაკუთვნებენ თუ არა თავს სოციალურ კატეგორიას. თუ მონაწილე წამოდგება ცოტა ხნით, ან ოდნავ წამოდგება სკამიდან - ნაწილობრივ მიაკუთვნებს თავს ამ კატეგორიას, ხოლო თუ დგას დიდხანს და სკამიდან მთლიანად ადგა - სრულად მიაკუთვნებს თავს ამ კატეგორიას. (თუ ჯგუფში ვინმეს უჭირს ხშირად წამოდგომა, საჭიროა სხვა ისეთი ალტერნატიული მოძრაობის გამოყენება, რომლის შესრულებაც ყველას შეუძლია, მაგ. ხელის აწევა).
  3. სავარჯიშოს მსვლელობისას მონაწილეები უნდა დააკვირდნენ ერთმანეთს;
  4. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა სავარჯიშო სეასრულონ უხმოდ: არ ისაუბრონ, არ იცინონ, არ გააკეთონ კომენტარები მომხდარზე;
  5. წამყვანი კითხულობს ახალ იდენტობას მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა მონაწილე დაუბრუნდება ადგილს (ან დაუშვებს ხელს).

მას შემდეგ, რაც წამყვანი უპასუხებს მონაწილეთა ყველა ღია შეკითხვას, იწყება სავარჯიშო.

ნაბიჯი 2: წამყვანი კითხულობს იდენტობებს, აკვირდება მონაწილეებს და თუ საჭიროა, აკეთებს შენიშვნას მონაწილეთა ქცევის შესახებ. ამასთანავე, რეკომენდებულია ასისტენტის დახმარების გამოყენება.

რეფლექსია: სავარჯიშოების „იდენტობის მოლეკულის“ და „ავდგეთ....“ შეფასების დროს დაგეხმარებათ შეკითხვები, რომლებიც სავარჯიშოების მსვლელობის მიხედვით შეიძლება ადაპტირდეს სიტუაციის შესამაბისად:

  • როგორ გრძნობდით თავს?
  • თუ იყო ადვილი თქვენთვის იდენტობის ან სოციალურ კატეგორიასთან მიკუთვნების ჩაწერა? რატომ კი და რატომ არა?
  • როგორი ურთიერთობა გქონდათ სხვა მონაწილეებთან? რაზე ფიქრობდით? როგორ გრძნობდით თავს?
  • როგორ წარმოიდგენდით გარკვეულ იდენტობას სავარჯიშოში? შესაძლოა, ვინმე მარტო მდგარიყო ფეხზე დანარჩენ მჯდომარე მონაწილეებს შორის ან პირიქით, მჯდარიყო მაშინ, როდესაც სხვები ფეხზე იდგნენ?
  • როგორ რეაგირებდით, როდესაც ვინმე თქვენთვის მოულოდნელად წამოდგებოდა რომელიმე იდენტობაზე?
  • როგორ ხდება ეს რეალურ ცხოვრებაში, როდესაც „დგახარ“ ან „ზიხარ“ მარტო?
  • როგორ იქცევიან სხვები? რა ემოციები ჩნდება?

ჯგუფის ზომისა და ადაპტაციის შესაძლო ვარიანტების მიხედვით ამ სავარჯიშოსთვის საჭიროა 1-2 საათი, რომ მშვიდად ჩატარდეს და შემდეგ გულდასმით მოხდეს რეფლექსიაც, ყველა ინტერესის და რთული ასპექტის გათვალისწინებით. ბოლოს რეკომენდებულია (პატარა) შესვენების გაკეთება, ან როგორც მინიმუმი, ატმოსფეროს განტვირთვა მაინც.

 

სავარჯიშო 4. პოტენციალის აქტიური გაზრდა

ნაბიჯი 1: მონაწილეები ინდივიდუალურად ფიქრობენ ხალხის იმ ჯგუფებზე, რომლებისგანაც თვითონ განსხვავდებიან, ან რომლებსაც, მათი აზრით, აქვთ მეტი პრივილეგია და შესაძლებლობები. ამასთანავე, მონაწილეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ გრძნობებს (მაგალითად, იმედგაცრუება ან სიბრაზე), რომელსაც ისინი გრძნობენ ამ ჯგუფებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მონაწილეები ფიქრობენ მიზეზებზე, რატომაც თვლიან, რომ აქვთ ნაკლები პრივილეგიები, ან შესაძლებლობები და რატომ არ მიაჩნიათ თავი ამ ჯგუფის წევრად.

ნაბიჯი 2: მონაწილეები ქმნიან 3-4 კაციან მცირე ჯგუფებს და ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს. თითოეული წარმოადგენს შესაბამის სიტუაციას, ჯგუფს და მასთან დაკავშირებულ გრძნობას, მცირე ჯგუფის დანარჩენი წევრები კი მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, ინდივიდუალურად ან ჯგუფში, რომ შემცირდეს ნეგატიური გრძნობა და შეიქმნას ალტერნატიული შესაძლებლობები.

ნაბიჯი 3: სავარჯიშოს ბოლოს იკრიბებიან დიდ ჯგუფში და იწერენ (მაგ. ფლიპჩარტზე) იმ მოქმედებებს, რაც შეამცირებს ნეგატიურ გრძნობებს და შექმნის ალტერნატიულ შესაძლებლობებს. საწყისი ჯგუფის და სიტუაციის მიუხედავად, იქმნება  ინდივიდუალური თუ ჯგუფური ქმედებების ერთობლივი შესაძლებლობების და იმ სიტუაციების პოტენციალის გაზრდის კატალოგი, სადაც ხალხი მოკლებულია შესაძლებლობებს.   

სავარჯიშო 5.  ძალაუფლების ურთიერთობები

ნაბიჯი 1: მონაწილეები იკრიბებიან მცირე ჯგუფებში და 10-15 წუთის განმავლობაში მსჯელობენ იმის შესახებ, თუ მონაწილეების რომელ თვისებებს და სიტუაციებს შეუძლიათ მიიყვანონ ისინი არათანაბარ ძალაუფლებამდე.

ნაბიჯი 2: მინი ჯგუფები საერთო განხილვისთვის წარმოადგენენ მათივე ნააზრევს მათთვის მისაღები ფორმატით, მაგ. ფლიპჩარტზე.

რეფლექსია: კითხვები მონაწილეებისთვის, რომლებიც სასარგებლოა სავარჯიშოს შედეგების გააზრებისთვის:

  • დაასახელეთ ის თვისება, რაც გახასიათებთ თქვენ თვითონ ან სხვებს?
  • დაასახლეთ სიტუაცია, რომელშიც თავს წარმოიდგენდით ძლიერად ან სუსტად?
  • დაასახელეთ სიტუაცია, რომელიც მნიშვნელოვანი იყო თქვენი მცირე ჯგუფისთვის?
  • რით განსხვავდებოდა და რა საერთო ჰქონდათ სიტუაციებს?
  • თუ არის სხვა სიტუაციები ან სტრუქტურები, რომლებიც გავს განხილულებს?

ნაკლებად გამოხატულმა ან გაუცნობიერებელმა ძალაუფლების ურთიერთობებმა შესაძლოა ჩაშალოს, ან გაართულოს სასწავლო პროცესი, მაგალითად, როდესაც ვინმე, მიუხედავად იმისა, რომ თავს გრძნობს  გაუბედავად, ვერ ბედავს დასვას მისთვის საჭირო შეკითხვა. დომინანტი პიროვნებები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რა ძალაუფლებას ფლობენ. მარგინალური ჯგუფების წარმომადგენლები ზოგჯერ თავს უფრო სუსტად აღიქვამენ.

 

სავარჯიშო 6. ძალაუფლების და უძლურების საქანელა

მომზადება. რეკომენდებულია, წინასწარ ჩატარდეს თეატრის მსახიობების რამდენიმე სავარჯოშო. დასაწყისში მონაწილეები უნდა გახურდნენ, მოიხსნან სხეულის დაძაბულობა. ამის გარდა, მათ უნდა მიახდინონ კონცენტრირება და უნდა მოდუნდნენ, მაგალითად, გაცნობიერებული სუნთქვის საშუალებით. ასეთი მომზადების მერე შემდეგი ნაბიჯები უფრო ადვილი და უფრო ეფექტიანია. წამყვანი ხსნის შემდეგ ნაბიჯებს და თან მოყავს მაგალითები, რის შემდეგაც მონაწილეები ქმნიან 3 კაციან ჯგუფებს. (სავარჯიშო შეიძლება ჩატარდეს უფრო დიდ, 4-7 კაციან ჯგუფებშიც, ხოლო პატარა ჯგუფის შემთხვევაში - მთელ ჯგუფთან ერთად).

ნაბიჯი 1: ორი მონაწილე (У1 და У2) ერთმანეთს ართმევს ხელს და ასე შეშდებიან ე.ი არ ინძრევიან, ქმნიან ქანდაკებას;

ნაბიჯი 2: მონაწილე У1 ტოვებს,  ქანდაკებას, ხოლო У2 რჩება უძრავად;

ნაბიჯი 3: მესამე მონაწილე (У3) აძლევს გაშეშებული У2 მონაწილის პოზიციას ახალ აზრს და თვითონ ავსებს ქანდაკებას ახალი პოზიციის დაკავებით ?9არა იგივე, რაც ქონდა У1-ს). ამასთანავე, არ შეიძლება У2 მდგომარეობის შეცვლა.  У3-ც გაშეშდება.

ნაბიჯი 4: რაღაც დროის განმავლობაში ქანდაკება რჩება უმოძრაოდ, რომ ყველამ შეძლოს მისი ნახვა. ამის შემდეგ У2 ტოვებს ქანდაკებას, У2 რჩება გაუნძრევლად.

ნაბიჯი 5: ახლა უკვე У1 აძლევს გაუნძრევლად დარჩენილი У3-ის სხეულს ახალ აზრს და ავსებს მას თავისი ახალი პოზიციით.

ნაბიჯი 6: დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მთავრდება პირველი წრე. საჭიროების შემთხვევაში მცირე ჯგუფებს შეუძლიათ ერთმანეთში შერევა,  რის შემდეგაც იწყება ახალი წრე ახალ სამკაციან ჯგუფებში ორი მონაწილის ხელის ჩამორთმევით და გაშეშებით. იგივე პრინციპით ახალი მონაწილეები ქმნიან ახალ ქანდაკებებს, ოღონდ ახლა ისინი იღებენ ისეთ მდგომარეობებს, რომლითაც აჩვენებენ საკუთარ უფრო მეტ ძალაუფლებას უმოძრაო მონაწილესთან მიმართებაში. ის ისე ცვლის ქანდაკებას, რომ დაარღვიოს უმოძრაო მონაწილის ძალაუფლება. ქანდაკება ისევ გარკვეული დროით არის უმოძრაო, რომ სხვებმა დაინახონ. ამის შემდეგ ქანდაკებას ტოვებს მონაწილე, რომელიც განასახიერებდა სუსტ პერსონაჟს. შემდეგი მონაწილე, თავის მხრივ, არჩვევს უმოძრაო მონაწილის ძალაუფლებას.

ნაბიჯი 7: მეორე წრეს პერიოდულად აჩერებს წამყვანის ტაში, რომლის დროსაც ქანდაკებები შეშდებიან. მონაწილე, ვისი ჯერიცაა რომ დაასრულოს ქანდაკება, ცდილობს, დააფიქსიროს ისეთი მდგომარეობა, რომ დაარღვიოს უმოძრაო მონაწილის ძალაუფლება, მაგრამ თვითონ არ გახდეს უფრო ძლიერი ე.ი იპოვოს ისეთი გზა, რომლითაც შეძლებს ჩაკეტილი წრის გარღვევას. ამის შემდეგ მონაწილეები აგრძელებენ ისე, როგორც წერია 6 ნაბიჯში.

რეფლექსია: მიღებული გამოცდილების რეფლექსია ტარდება მთლიან ჯგუფში. ამ დროს შესაძლებელია მონაწილეებთან შემდეგი შეკითხვების გამოყენება:

  • როგორ გრძნობდით თავს თქვენს როლებში?
  • ძალაუფლების რომელი ფორმები მოსინჯეთ?
  • რომელი მათგანი იყო თქვენთვის ნაცნობი?
  • რა გამოგდიოდათ ადვილად და რა - ძნელად?
  • რა გზით შეიძლება ძალაუფლების დარღვევა?
  • რა როლებს ასახიერებდით?
  • ამასთან დაკავშირებით, რა ასოციაციები გიჩნდებათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან?
  • თქვენი აზრით, რით იყო ან შეიძლება იყოს სასარგებლო ეს სავარჯიშო. შესაძლოა, ყურადღება მიაქციოთ წინა სავარჯიშოსაც.
წყარო
  1. Динаміка різноманіття : Як реалізувати потенціал різноманіття під час тренінгу : Посiбник для фасилiтаторiв у сферi освiти активної громадськостi. Берлiн : Спiлка MitOst E. v., 2014. URL: http://mitost.org/editions/p_d_r.html (თარიღი: 10.10.2017)
  2. Bildungsziel : Bürger : Methodenhandbuch für multinationale Seminare. Berlin : MitOst-Editionen 7, 2004. URL: http://mitost.org/editions/bildungsziel/buerger_screen_2004/bildungsziel_buerger_screen_2004.pdf (თარიღი: 10.10.2017).
  3. Handbook for Facilitators of the Georgian Country Program Diversity School. Berlin: MitOst e. V., 2013.
დანართი

იდენტობის მოლეკულა