მეცადინეობის მიზნები:
საჭირო რესურსი და დამატებითი მასალა:
საჭირო დრო: 45 წუთი.
ზოგადი რეკომენდაციები მოდერატორს/ტრენერს
ტერმინები
მეცადინეობის მსვლელობა
I ეტაპი. გამოწვევა (პროვოცირება)
მონაწილეებს ვაცნობთ სამუშაო თემას და მიზანს. ვთხოვთ, გონებრივი იერიშის მეთოდით გვიკარნახონ, რა მიაჩნიათ ადვოკატირების მაგალითებად. ყველა პასუხს ვაფიქსირებთ დაფაზე (ან ცალკე ფლიპჩარტზე). მას დავუბრუნდებით თემის შეჯამებისას. მოკლედ შევაჯამოთ საკითხი და გავაცნოთ მონაწილეებს ადვოკატირების განმარტება და მისი მნიშვნელობა. განმარტება დავაფიქსიროთ თვალსაჩინოდ დაფაზე ან გამოვიყენოთ წინასწარ ფურცელზე გამზადებული განმარტება.
II ეტაპი. ცოდნის კონსტრუირება
მონაწილეებს ვყოფთ მცირე (4-6 წევრიან) ჯგუფებად და ვურიგებთ ქეისებს. მათი მიზანია, მოიფიქრონ, როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება საკუთარი ძალებით. (ეს შეკითხვები შეიძლება დაეხმაროთ დავალების შესრულებაში:
შესაძლოა ჯგუფებს მივცეთ როგორც ერთი და იგივე, ისე განსხვავებული ქეისები.
ქეისი #1 თქვენი სკოლის მიმდებარე ცენტრალურ გზაზე არ არის შუქნიშანი. მოძრაობა კი უფრო და უფრო ინტენსიური ხდება და ეს დიდ საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს. იყო რამდენიმე ავარიის შემთხვევაც.
ქეისი #2თქვენი სკოლის სპორტულ დარბაზში სტიქიამ დააზიანა სახურავი და ჩამოსულმა წყალმა გააფუჭა იატაკი. ამის გამო სპორტდარბაზის ნაწილი გამოუსადეგარია. სკოლას არ აქვს საშუალება, საკუთარი ძალებით შეაკეთოს დაზიანება.
ქეისი #3ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს, მომავალ წელს ბიუჯეტის სახსრებით შეაკეთოს ერთ-ერთი სკვერი. მოსახლეობის ნაწილი კი მიიჩნევთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია, ეს თანხა დაიხარჯოს გზის რეაბილიტაციაზე.
ქეისი #4თქვენს კორპუსში არ არის დამონტაჟებული პანდუსი. ეს პრობლემა გახდა მას შემდეგ, რაც თქვენს მეზობელს უბედური შემთხვევის შემდეგ უწევს ეტლით სარგებლობა. ხშირად ის ვერავის თხოვს დახმარებას და ვერ ახერხებს ბინიდან გამოსვლას.
სამუშაოდ ეძლევათ 15 წუთი და შემდეგ ვთხოვთ, წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები. მათ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს ვაფიქსირებთ დაფაზე. შემდეგ შევთავაზოთ ადვოკატირების განმარტება და მისი ფორმები. ადვოკატირების ფორმები იხ. დანართში) თითოეული ფორმა წინასწარ გავამზადოთ ბარეთებზე და განმარტებების პარალელურად გავაკრათ დაფაზე. თუ რომელიმე ფორმა უკვე შემოგვთავაზეს მონაწილეებმა და წერია დაფაზე, ბარათიც იქვე მოვათავსოთ.
ვთხოვოთ, იფიქრონ, რომელიმე სხვა ფორმა ხომ არ იქნებოდა უფრო მეტად ეფექტურიანი მათი პრობლემის მოსაგვარებლად.წავახალისოთ მონაწილეები, რომ დაფიქრდნენ და იმსჯელონ სხვა ფორმების გამოყენების შესაძლებლობებზეც. მოიყვანონ არგუმენტები, რატომ იქნება ადვოკატირების ესა თუ ის ფორმა ოპტიმალური კონკრეტულ შემთხვევაში.
III ეტაპი. რეფლექსია
შევთავაზოთ მონაწილეებს კონკრეტული მაგალითები და ვთხოვოთ, მცირე ჯგუფებში ამოარჩიონ, რომელი მათგანია ადვოკატირება და რომელი - არა. უმჯობესია, ეს მაგალითები წინასწარ მოვამზადოთ თვალსაჩინოდ დაწერილი და გავაკრათ დაფაზე. ჯგუფების პასუხებიც უმჯობესია დავაფიქსიროთ თვალსაჩინოდ, + - ან სხვა ნიშნების გამოყენებით. შემდეგ შევაჯამოთ შედეგები და ჩვენ თვითონ არგუმენტირებულად დავასაბუთოთ თითოეული პასუხი, რატომ არის ან არ არის ეს ადვოკატირება.
ქეისები
ქეისების პასუხები/გასაღები:
დააფიქრეთ მონაწილეები, რა შეიძლება გააკეთონ ადვოკაციის ფარგლებში. წაახალისეთ, გამოთქვან იდეები.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს შეახსენეთ მეცადინეობის მიზნები. თხოვეთ, შეაჯამონ თემა და გააკეთონ დასკვნები ადვოკატირების შესახებ. დასკვნები დააფიქსირეთ დაფაზე თვალსაჩინოდ და დაუკავშირეთ/შეადარეთ შეხვედრის მიზნებს.
ადვოკატირების ხშირად გამოყენებული ფორმებია:
სწორად გამოყენებული პეტიციები შეიძლება მძლავრ იარაღად იქცეს; ყველაზე შედეგიანი ის პეტიციები და წერილებია, რომლებშიც ათასობით ადამიანი გამოხატავს თქვენი კამპანიის მხარდაჭერას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი ჯგუფი პეტიციას მედიის თანხლებით წარადგენს.
რამდენიმე რჩევა:
წერილის დაწერა მეტ დროს და ენერგიას მოითხოვს კამპანიის მონაწილეებისაგან, ვიდრე პეტიციაზე ხელის მოწერა. თუ ოფიციალურ პირთან შეხვედრაზე მიდიხართ, მანამდე ორგანიზება გაუკეთეთ რამდენიმე ათეული წერილის დაწერას. წერილების ნახევარი შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე ფოსტით გაგზავნეთ, დანარჩენი კი შეხვედრაზე თან წაიღეთ. ეს ყოველთვის შთამბეჭდავია ხოლმე.
რამდენიმე რჩევა:
ოფიციალურ პირებთან პირისპირ შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტაქტიკაა.
თუ შესაძლებელია, შეხვედრაზე წაიღეთ წინასწარ მომზადებული წერილები და პეტიციები - ამით მხარდამჭერთა უფრო დიდ რაოდენობის დემონსტრირებას მოახდენთ.
რამდენიმე რჩევა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზებისთვის:
ზოგ შემთხვავაში სიტუაცია გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს და წერილების წერისთვის ან ოფიციალურ პირებთან შეხვედრისთვის დრო არ რჩება. ასეთ დროს სატელეფონო კამპანიის წარმართვაა შესაძლებელი. სატელეფონო კამპანია შესაძლებლობას მოგცემთ, პირადად და უშუალოდ გამოხატოთ თქვენი აზრი.
რამდენიმე რჩევა სატელეფონო კამპანიის ორგანიზებისთვის:
მედიასაშუალებების გამოყენება ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა თქვენს სამიზნე პირზე ანუ გადაწყვეტილების მიმღებ პირზე გავლენის მოსახდენად და ზეწოლის გასაძლიერებლად. მედიასთან თქვენი ურთიერთობა გააზრებული და დაგეგმილი უნდა იყოს.
ძირითადი, რაც მედიასთან მუშაობის დროს უნდა გაითვალისწინოთ. შემდეგია:
ფორმა იმის მიხედვით უნდა განსაზღვროთ, თუ რა არის თქვენი მთავარი მიზანი - რამეს ემხრობით თუ აპროტესტებთ. ძირითადი ფორმები კი შემდეგია:
სანთლები: როგორც წესი, ეს ფორმა წყნარი საღამოს დემონსტრაციისას გამოიყენება, რომელიც, თავის მხრივ, დაღუპული ადამიანების ან რაიმე ტრაგიკული მოვლენის ხსოვნას ეძღვნება;
მჯდომარე აქცია: ეს ფორმა საზოგადოებრივი ან კერძო სივრცის დაკავებას გულისხმობს. აქციის მონაწილეები მოთხოვნით გამოდიან და სივრცეს მანამდე არ ტოვებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ან მის შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყება.
მსვლელობა(დემონსტრაცია): ეს ფორმა გულისხმობს ჯგუფს, რომლის წევრებსაც პლაკატები მოაქვთ და ხმამაღალი შეძახილებით მოდიან. მსვლელობა კონკრეტულ ადგილას იწყება და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ადგილას მთავრდება. იგი მიზნად ისახავს გზავნილის მიტანას საზოგადოებამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე.
რამდენიმე რჩევა მსვლელობის ორგანიზებისთვის:
ცხოვრების დღევანდელი რიტმის გათვალისწინებით ფლეშმობების მოწყობა საკმაოდ ეფექტური გზაა, არა მარტო ყურადღების მისაქცევად, არამედ ადამიანების ინფორმირებისთვის ამა თუ იმ საკითხზე.
ფლეშმობების მოწყობისას სასურველია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:
შემოქმედებითი აქციის რამდენიმე თვალსაჩონო მაგალითია:
ადამიანების დიაგრამა:
შეგიძლიათ ეს მოდელი შეცვალოთ და ასის მაგივრად ათი სკამი და ათი მონაწილე გამოიყენოთ ან იმავე მოდელით სხვა სტატისტიკური მონაცემები გადმოცეთ.
ინტერაქტიური თეატრი:
მოიფიქრეთ მოკლე, ხუთწუთიანი სკეტჩი რაიმე საკითხზე (მაგ: შიმშილზე, უსახლკარობაზე, შეუწყნარებლობაზე, ქსენოფობიაზე და ა. შ.). შეეცადეთ, სკეტჩი პროვოკაციული იყოს. აუდიტორიას სკეტჩი მთლიანად აჩვენეთ.
მერე თავიდან დაიწყეთ და მაყურებელს საშუალება მიეცით, ნებისმიერ მომენტში გაგაჩეროთ. ის, ვინც სკეტჩს გააჩერებს, მისი მონაწილე ხდება და რომელიმე პერსონაჟის ქცევის შეცვლით სკეტჩს შინაარსს უცვლის. შესაძლოა რამდენიმე მაყურებელიც ჩაერთოს ერთ სკეტჩში.
აქციის ბოლოს დისკუსია გამართეთ და სკეტჩის წარმოდგენილი ვარიანტი გააანალიზეთ.