მეცადინეობა 1. „U18: მეტი შეგვიძლია!“ საბავშვო-ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება
მეცადინეობის მიზნები:
- 1) სოფლის (ქალაქის) გამგეობების ბაზაზე საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა 18 წელზე უმცროსი ახალგაზრდებისა და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების (დეპუტატები, საჯარო მოსამსახურეები) შეხვედრებისათვის ახალგაზრდულ პრობლემებზე მსჯელობისა და მათი გადაჭრის გზების მოსაძებნად;
- 2) ადგილობრივი ხელისუფლების დეცენტრალიზაციის ჩარჩოებში მუშაობის შესახებ ბავშვებისა და ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა, ქალაქის (სოფლის) პოლიტიკურ და კულტურულ-სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობის მოტივაციის ამაღლება;
- 3) ქალაქის (სოფლის) გამგეობის დეპუტატების, სხვა პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა სფეროს ექსპერტების ჩართვა დიალოგში ბავშვებთან და ახალგაზრდებთან;
- 4) ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის საუკეთესო ფორმების გავრცელება მათი აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად;
- 5) ქალაქში (სოფელში) ბავშვებისა და ახალგაზრდების პროექტებისთვის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის სხვადასხვა ორგანიზაციების და დაწესებულებების შესაძლებლობების წარმოჩენა;
- 6) U 18 ქსელის გაძლიერება და გაფართოება
საჭირო რესურსი და დამხმარე მასალა:
- ფართი ან გამოყოფილი ადგილი, სადაც ჩატარდება ღონისძიება;
- ფორუმის პროგრამა;
- საინფორმაციო პლაკატები და/ან ფაილები;
- მულტიმედიური აპარატურა, მიკროფონები;
- საკვები მონაწილეებისთვის;
- ფორუმის ლოგოტიპიანი ბეიჯები;
- ბანერები;
- წამახალისებელი პრიზები მოხალისეებისთვის;
- ფლიპჩარტის/ფორმატის ფურცლები
. საჭირო დრო: მოსამზადებელი ეტაპი -3 თვიდან, ფორუმის ჩატარება - 1 დღე, რეფლექსია - 2 საათი.
ზოგადი რეკომენდაციები მოდერატორს/ტრენერს
- საბავშვო-ახალგაზრდული ფორუმი - ეს არის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტი ბავშვებისა და ახლაგაზრდების მონაწილეობით, რომელიც მიმართულია მათი აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებაზე პოლიტიკოსებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგის, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ბავშვთა და ახლაგაზრდების პროექტების პრეზენტაციის მხარდაჭერის გზით.
- ღონისძიების ფორმატი ტარდება ახალგაზრდული ფორუმის «Berliner Jugendforum» [2] მსგავსად, რომელიც ადრე ყოველწლიურად ტარდებოდა ბერლინის პარლამენტში, ახლა კი ტარდება ქლაქის ღია მოედნებზე. ყოველ წელს აირჩევა აქტუალური თემები ახალგაზრდებსა და ადგილობრივ პოლიტიკოსებს შორის განსახილველად, ბავშვები ეცნობიან სამუშაო განრიგს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეწყობა გასართობი მოედნები და ახალგაზრდების კვება ღონისძიების დროს;
- ფორუმის მონაწილეები: ბავშვები და ახალგაზრდები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, პედაგოგიური საზოგადოება, დეპუტატები, ხელისუფლების, ბიზნესის, მასმედიის წარმომადგენლები, მშობლები. ფორუმი ღია ღონისძიებაა, რომელში მონაწილეობაც შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
- . ფორუმის ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ქალაქის (სოფლის) ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა და ნებართვა. განსაკუთრებით ღირებულია ღონისძიებისთვის - მისი ლოკაცია და მასში ქალაქის (სოფლის)ხელმძღვანელის მონაწილეობა.
- მოსამზადებელი პერიოდი მსგავსი ღონისძიების ჩასატარებლად მზადება იწყება 3 თვით ადრე. გერმანიაში მას ამზადებენ 12 თვის განმავლობაში და გამოყოფილია ძირითადი დაფინანსება ქალაქის ბიუჯეტიდან. თქვენ ამოხვალთ თქვენი რეალობიდან და შესაძლებლობებიდან.
- ტარდება „არჩევნები U 18“ შემდეგ;
- წამყვანების, ჟურნალისტების, მოხალისეების ფუნქციებს ასრულებენ ბავშვები;
- ფორუმის პროგრამის შედგენისას აუცილებელია ნათლად გაიწეროს ყველა ღინისძიების ჩატარების დრო და ადგილი, რადგან რამდენიმე ღონისძიება ტარდება ერთდროულად, მაგრამ სხვადასხვა სივრცეში.
მეცადინეობის მსვლელობა
I ეტაპი. ორგანიზება და მომზადება
- ჩამოაყალიბეთ თანამოაზრეების გუნდი, გადაინაწილეთ მოვალეობები და შეადგინეთ სამოქმედო გეგმა;
- ფორუმის ჩასატარებლად მოძებნეთ შენობა ან სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ღია მოედანზე და მოელაპარაკეთ ადგილობრივ ხელისუფლებას. ამ ადგილს უნდა ქონდეს რამდენიმე მოედანი, ერთდროულად რამდენიმე ღონისძიების ჩასატარებლად, მაგ: ერთსა და იმავე დროს შეიძლება ტარდებოდეს მრგვალი მაგიდა, მასტერ-კლასები, შემოქმედებითი ჯგუფების გამოსვლები და ა.შ.
- მოიფიქრეთ და დეტალურად დაგეგმეთ PR-კამპანია. დაბეჭდეთ ან თხოვეთ ბავშვებს, დახატონ პლაკატები ფორუმის შესახებ ინფორმაციით, ამობეჭდეთ პრინტერზე გასავრცელებელი საინფორმაციო ფლაერები. ჩართეთ ადგილობრივი ტელევიზიები, რადიო, ინტერნეტ-გამომცემლები;
- გაუკეთეთ ორგანიზება ახალგაზრდა ჟურნალისტების მუშაობას, რათა მათ აიღონ ინტერვიუები ფორუმის მონაწილეებისგან, გადაიღონ ვიდეოსიუჟეტები;
- ჩართეთ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, რომ უზრუნველყონ ფინანსური დახმარება (ქულერები სასმელი წყლით, ტკბილეული, წამახალისებელი პრიზები, ღონისძიების მოსამზადებელი ხარჯების ანაზღაურება, ახალგაზრდა არტისტების და მათი კოსტიუმების ტრანსპორტირება და ა.შ.). მიეცით მათ საკუთარი კომპანიების რეკლამირების შეასძლებლობა.
- გამართეთ მოლაპარაკებები ახალგაზრდულ-შემოქმედებით ცენტრებთან, სახელოვნებო სტუდიებთან, ტელეშოუს „ვარსკვლავებთან“, ახალგაზრდა მომღერლებთან და ა.შ. სხვადასხვა მასტერ-კლასებისა და გასართობი ღონისძიებების ჩასატარებლად;
- მოელაპარაკეთ პოლიტიკოსებს, ადგილობრივ დეპუტატებს. მოამზადეთ ისინი იმისთვის, რომ ფორუმზე ექნებათ ახალგაზრდებთან თანასწორი ურთიერთობის საშუალება დიალოგისა და დისკუსიის გზით;
- ორგანიზება გაუკეთეთ ფორუმზე მოხალისეების მუშაობას. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მოხალისეების წახალისებას (მაგ: შეძლბისდაგვარად დაურიგეთ მათ მაისურები, ფორუმის ლოგოტიპიანი კალმები, პენალები)
- გამოიყენეთ პარტნიორი სკოლების ადმინისტრაციული რესურსი.
ІІ ეტაპი. ფორუმის პროგრამის და შინაარსის შედგენა
ფორუმის პროგრამის შინაარსობრივი ნაწილი მოიცავს დიალოგს პოლიტიკოსებთან, დისკუსიებს ახალგაზრდებთან აქტუალურ თემებზე, U 18 შესაძლებლობების შესახებ, გასართობ პროგრამას.
- დიალოგი პოლიტიკოსებთან შეიძლება შედგეს პლენარული დისკუსიის სახით. ამისათვის საჭიროა სიტყვა-გასაღების შერჩევა.

ვარიანტი 1: „არჩევნები U 18” შედეგების განხილვა. განიხილეთ „არჩევნები U 18” შედეგები, მათი მსგავსება და განსხვავება ნამდვილ „უფროსების“ არჩევნებთან; რით ხელმძღვანელობდნენ ახალგაზრდები, როდესაც ირჩევდნენ ამა თუ იმ კანდიდატს/პარტიას; რას უნდა მიექცეს ყურადღება, რომ ვინმეს ხმა მივცეთ. დისკუსიაში აუცილებლად უნდა ჩაერთონ ბავშვები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ „არჩევნები U 18”-ში.

ვარიანტი 2: „პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო პროგრამების მონიტორინგი“. თუ არჩევნების შემდეგ გასულია გარკვეული დრო, ბავშვებს შეიძლება შევთავაზოთ პოლიტიკოსებთან ერთად პარტიების/კანდიდატების იმ წინასაარჩევნო პროგრამების ანალიზი და განხილვა, რომლითაც მათ გაიმარჯვეს არჩევნებში. მაგ: ასეთი შეკითხვები:
- რა შესრულდა დანაპირებიდან? რა ვერ შესრულდა? რატომ?
- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შესრულდეს დანაპირები?
- რატომ იძლეოდით ისეთ დაპირებას, რასი შესრულებაც შეუძლებელია?
შეაჯამეთ შედეგები - იყო თუ არა ბევრი პოპულისტური დაპირება წინასაარჩევნო პროგრამებში?
ვარიანტი 3: „ქალაქის (სოფლის) გამგეობების ადგილობრივი სადეპუტატო კომისიების მუშაობის გაცნობა“. აქ გამოიყენება ჯგუფური მუშაობის და არა პანელური დისკუსიის ფორმატი. კენჭისყრის მეთოდით დაყავით მონაწილეები 5 კაციან ჯგუფებად. თხოვეთ მათ, განსაზღვრონ ჯგუფში სამი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც სისტემატურად აწყდებიან ქალაქის (სოფლის) მცხოვრებლები. თხოვეთ ბავშვებს, დაასახელონ ეს პრობლემები ხმამაღლა და დააფიქსირეთ ისინი ფორმატზე. დაურიგეთ ყოველ მინი ჯგუფს თითო პრობლემა და სთხოვეთ ადგილობრივი სადეპუტატო კომისიის წარმომადგენლებს, შეუერთდნენ ბავშვების მცირე ჯგუფებს. მათ ერთობლივად უნდა შეადგინონ ამ პრობლემის მოგვარების გეგმა. შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს. სხვა ჯგუფებმა უნდა გამოთქვან რეკომენდაციები მოგვარების გზების შესახებ. პრობლემის მოგვარების გზა დააფიქსირეთ ფორმატზე, რათა შემდეგ წერილობითი სახით გადაცეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორც პოლიტიკოსების და ახალგაზრდების ერთობლივი ხედვა პრობლემის მოგვარებისა.
- აქტუალურ თემებზე დისკუსია ახალგაზრდებს შორის. ირჩევენ 3-5 თემას არაფორმალურ გარემოში განსახილველად. ბავშვები ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას და ერთვებიან განხილვაში. ერთდროულად სხვადასხვა ოთახებში შეიძლება ეწყობოდეს რამდენიმე თემის განხილვა. წამყვანიც უნდა იყოს მოზარდი, რომელსაც აუდიტორიასთან აქვს შეკითხვები განხილვისთვის. შეიძლება განხილვის დაწყება ვიდეოსიუჟეტის გამოყენებითაც. თემები შეიძლება იყოს, მაგ:

- ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობა: U 18 - მართლა შეგვიძლია მეტი? (ბავშვთა ინიციატივებისა და პროექტების პრეზენტაცია და განხილვა);
- U18 - თაობა Z (როგორია „გაციფრებული“ თაობის სწავლა/სწავლება, ბევრს აძლევს სკოლა ან არაფორმალური განათლება?);
- ლტოლვილი და მიგრანტი ბავშვების პრობლემები (რისი გაკეთება შეუძლიათ თანატოლებს მათი ადაპტაციისთვის?)
- ბულინგი სკოლაში (რამდენად ხშირია და უნდა ჩავრთოთ მედიატორი თუ სკოლის შეცვლაა საჭირო?);
- ტაბუს გარეშე (თავისუფალი თემები სკოლაში დისკრიმინაციის, ბავშვთა სისასტიკის, ინტერნეტ-დამოკიდებულების, სექსუალური აღზრდის და ა.შ. შესახებ).
- „U 18 შესაძლებლობების ბაზა“ ითვალისწინებს მოედანს, სადაც ეწყობა იმ ორგანიზაციების გამოფენა-პრეზენტაციები, რომლებიც ორიენტირებულია ბავშვებსა და ახალგაზრდებზე (საბავშვო ცენტრები, სტუდიები, ფონდები, გაცვლითი პროგრამები, საკონსულტაციო ცენტრები, უმაღლესი სასწავლებლები და ა.შ.). ეს შეიძლება იყვნენ პოტენციური მეცენატები და სპონსორები ახალგაზრდული პროექტების და სოციალური ინიციატივების მხარდაჭერისთვის, რომლებშიც შეუძლიათ შემოერთება ბავშვებსა და ახალგაზრდებს;
- გასართობი პროგრამა მოიცავს განსხვავებულ მასტერ-კლასებს, ქვესტებს, ბავშვთა მხატვრულ-შემოქმედებითი ჯგუფების გამოსვლებს, ინდივიდუალურ გამოსვლებსა და პრეზენტაციებს, ფლეშმობებს, ახალგაზრდა ესტრადის ვარსკვლავების გამოსვლებს;

ІІІ ეტაპი. ფორუმის ჩატარების დღე
- ფორუმის ოფიციალური გახსნა;
- განსხვავებულ ლოკაციებზე სხვადასხვა ღონისძიებების ერთდროული მუშაობა. მსგავსი ღონისძიებების ჩატარების მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ბერლინის [2] და კიევის [1] ფორუმების ვებგვერდებზე;
- ფორუმის ოფიციალური დახურვა.
IV ეტაპი, რეფლექსია
შემოთავაზებულია ბავშვებისა და ახალგაზრდების დისკუსიის გამართვა ფორუმის ორგანიზატორებთან:

- რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ფორუმმა?
- კმაყოფილი ხართ თუ არა ჩატარებული ფორუმის შედეგებით? კონკრეტულად რითი?
- რა პრობლემები აღმოცენდა?
- როგორ მოხერხდა ამ პრობლემის გადაჭრა (გუნდურად თუ ინდივიდუალურად)?
- დისკუსიისთვის შემოთავაზებული ყველა თემა იყო თუ არა საინტერესო და ხელმისაწვდომი?
- იყო თუ არა დისკუსიისთვის ყველა პირობა შექმნილი პოლიტიკოსებთან დიალოგის დროს?
- იძლეოდა თუ არა დისკუსია განსხვავებული შეხედულებების გამოხატვის საშუალებას?
- ქონდა თუ არა დისკუსიის ყველა მონაწილეს აზრის გამოთქმის თანაბარი შანსი?
- იყო თუ არა აქტიური დისკუსიის ყველა მონაწილე?
- ეხმარებოდა თუ არა დისკუსია იმ ადამიანებისადმი პატივისცემის გაზრდას, ვინც გამოთქვამდა განსხვავებულ შეხედულებებს?
- მოდით გადავწყვიტოთ, რა სახით ჯობია ფორუმის მუშაობის შედეგების გაფორმება და გასაჯაროვება.