მეცადინეობა 7. ბავშვებისა და ახალგაზრდების არჩევნების „U18“ ჩატარება

მეცადინეობის მიზნები:

  • 1) მასწავლებლებსა და მოსწავლეებში დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების განვითარება იმიტაციურ თამშში „არჩევნებიU 18“ მონაწილეობის გზით;
  • 2) უფროსკლასელებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, ცნობიერებით მანიპულირების გამოვლენისა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარის ფორმირება მოქალაქეობრივი გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებისა და საზოგადოებაში აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის პასუხისმგებლობით დაკავების მზაობის ფორმირება;
  • 3) „U 18“ ახალგაზრდებში ადგილობრივი თემის საქმეებით დაინტერესების, პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების დამოუკიდებლად პოვნის, საზოგადოებრივ გარემოზე აქტიური ზემოქმედების  უნარების ფორმირება. 

საჭირო რესურსი და დამატებითი მასალები:

  • აუდიტორია არჩევნების ჩასატარებლად;
  • ხმის მიცემის ურნები და კაბინები;
  • „U 18“ არჩევნების ჩატარების წესები;
  • არჩევნების შედეგების შესაფასებელი დოკუმენტები (ამომრჩეველთა სარეგისტრაციო სიის ფორმა, საუბნო საარჩევნო კომისიის (სსკ) ოქმი) და ამომრჩევლის ბიულეტენი დანართებში 2,4 და 5 მეცადინეობაში „საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობა „არჩევნები U 18”: ტრენინგი“ ამავე სახელმძღვანელოში.

საჭირო დრო: მოსამზადებელი ეტაპი - 7 დღე, არჩავნები - 1 დღე, რეფლექსია - 2 საათი.

ზოგადი რეკომენდაცია ტრენერს/მოდერატორს:

  1. პროექტის ისტორია.  პროექტი არის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის «Under 18» [3] ანალოგი, რომელიც ხორციელდება გერმანიაში 1998 წლიდან და ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის (М18)  ბავშვებისა და ახალგაზრდების მოზიდვას არჩევნებში, უფროსების ნამდვილი არჩევნების ჩატარების წინ საარჩევნო პროცესის იმიტაციის გზით.გერმანიაში, ასეთ არჩევნებში, მონაწილეობა მიიღო თითქმის 200 000 ბავშვმა. უკრაინულ-გერმანული პროექტის ფარგლებში უკრაინაში ასეთი ფორმატის პირველი აპრობაცია ჩატარდა 2015 წლის 15 ოქტობმერს კიევში, ირპენესა და ზაპოროჟიეში, ამ ქალაქების მერების არჩევნებზე. ამგვარად, დამკვიდრდა უკრაინულ საგანმანათლებლო სივრცეში, ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობისა  და დემოკრატიის განვითარებაში მათი ჩართულობის ახალი ფორმა.  კერძოდ, კიევში მუშაობდა 17 საარჩევნო უბანი ბავშვებისა და ახალგაზედებისთვის, ხოლო ქალაქის მერის არჩევაში მონაწილეობა მიიღო 3500 ბავშვმა. საქართველოსა და რუსეთში ასეთი პროექტი განხორციელდა ადგილობრივი არჩევნების ჩატარების წინ 2016 წლის სექტემბერში [2].  პროექტი არის საგანმანათლებლო და პრინციპულად პოლიტიკურად ნეიტრალური.   «არჩევნები U 18» ჩასატარებლად შეირჩა იმიტაციური თამაშის ფორმა. „იმიტაციური თამაში“ - ეს არის დიდაქტიკური ფორმა,გათამაშება(იმიტაცია), რომელიც განკუთვნილია მნახველთათვის რაიმე პროცესის უკეთ აღსაქმელად. (მაგ, რესურსების გადასანაწილებლად გადაწყვეტილების მიღების პროცესის გათამაშება (იმიტაცია). იმიტაციური თამაშების ჩატარების მთავარ სასწავლო შედეგად ითვლება პროცესებში კულტურული (ნორმატიული) მონაწილეობისა და  პროცესის ძირითადი პუნქტების ანალიზის უნარების  შეძენა [1, 8].  იმიტაციური თამაშები, როგორც წესი, ისეა ორგანიზებული, რომ მონაწილეები თამშობდნენ სიამოვნებით. საჭიროა მონაწილეებს ავუხსნათ თვითონ პროცესი, ხოლო შემდეგ მოეწყოს მისი მიმდინარეობის, მოქმედების პირობების, პროცესის ორგანიზებაში მონაწილეების ჩართულობის და ა.შ. განხილვა.
  2. მეთოდური იმიტაციური თამაშები ტარდება სამ ეტაპად:
  • თამშის მომზადება (მონაწილეებს აცნობენ თამაშის ჩატარების მიზნებსა და წესებს);
  • თვითონ თამაშის ჩატერება (ჩვენს შემთხვევაში „არჩევნები U 18“ ჩატარება);
  • თამაშის განხილვა (მონაწილეთა რეფლექსია).
  1. „არჩევნები U 18“ ტარდება ნამდვილ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. ასეთი დროითი ჩარჩოები სპეციალურადაა არჩეული იმიტომ, რომ ბავშვები და ახალგაზრდები სწორედ ასეთ დროს იწყებენ პოლიტიკით დაინტერესებას  და საარჩევნო პროცესების შეცნობას. 
  2. საარჩევნო უბანი შეიძლება განთავსდეს ყველგან, სადაც არიან ახალგაზრდები - სკოლაში, ახალგაზრდულ კლუბებში, ბავშვთა და ახალგაზრდულ ცენტრებში, ბიბლიოთეკებსა თუ ქუჩაში, მოედნებსა და პარკებში მობილური საარჩევნო უბნების სახით. პროექტის „U 18” მკაცრი პარტიულ-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამო პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ „U 18” საარჩევნო უბნების გახსნა მათსავე წარმომადგენლობებში.
  3. რათა ახალგაზრდების მოსამზადებლად „არჩევნები U18“-ში გაცნობიერებული მონაწილეობისათვის საჭიროა სკოლებში ჩატარდეს მეცადინეობების სერია პოლიტოლოგიაში: „თანამედროვე პოლიტიკა“, „პოლიტიკური იდეოლოგიები“, „ვაანალიზებთ კანდიდატთა წინასაარჩევნო პროგრამებს“, „საარჩევნო უფლების პრინციპები“ (იხ. წინამდებარე სახელმძღვანელო).
  4. თუ ფინანსები გვაძლევს საშუალებას, უნდა დაიბეჭდოს სააგიტაციო პლაკატები და საინფორმაციო ფლაერები პროექტის შესახებ. თუ ფინანსები არაა საკმარისი, ყველა მონაწილე სკოლაში გამოაცხადეთ საუკეთესო სააგიტაციო პლაკატის კონკურსი ბავშვებს შორის. პლაკატები გამოიფინება სკოლის საარჩევნო უბნის კედლებზე.
  5. „არჩევნები U18“-ის შედეგების გამოცხადების თარიღი ქვეყნის ეროვნულ კონტექსტზეა დამოკიდებული. გერმანიაში „არჩევნები U18“-ის შედეგებს აცხადებენ ოფიციალური არჩევნების შედეგებზე ადრე. უკრაინაში (2015), საქართველოსა (2016) და რუსეთში (2016)  „არჩევნები U18“-ის შედეგები გამოცხადდა ოფიციალური არჩევნების შედეგის გამოცხადების შემდეგ, რათა თავიდან აგვერიდებინა პოლიტიკოსების ბრალდება,რომ ბავშვების მოსაზრებას გავლენა არ მოეხდინა უფროს ამომრჩევლებზე.
  6. „არჩევნები U 18“ არ არის წარმომადგენლობითი და ტარდება ნამდვილ არჩევნებთან შედარებით გამარტივებული პროცედურებით. „არჩევნები U 18“-ის მთავარი პრინციპია - ბავშვებისა და ახალგაზრდების ნებაყოფლობითი მონაწილეობა. არ შეიძლება მთელ კლასს დავავალოთ ხმის მისაცემად მისვლა. მით უმეტეს, რომ არჩევნები ტარდება არა სასწავლო დღეს. ამიტომაც არ არის ამომრჩეველთა სავარაუდო სია
  7. ეგზიტპოლი - ეს არის მოქალაქეთა გამოკითხვის მსოფლიოს სოციოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენებული პროცედურა, რომელიც ტარდება სოციოლოგიური სამსახურების მიერ ამომრჩევლების  ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას. იქედან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას არ აქვს ტყუილის თქმის მიზეზი, ასეთი გამოკითხვის შედეგებს იყენებენ გამოქვეყნებული ხმის მიცემის შედეგების შესამოწმებლად (კორელაციისთვის). შესანიშნევი იქნება, თუ მოხერხდება მსგავსი საქმიანობის ჩატარება „არჩევნები U 18“ დროსაც.
  8. პოლიტიკური კრეატივი.„არჩევნები U 18“ დროს მოაწყეთ განსხვავებული მასტერ-კლასები, საუკეთესო პლაკატის კონკურსი, საქველმოქმედო აქცია. ჩართეთ ამაში მსურველი მშობლები, რომლებიც მოვიდნენ შვილებთან ერთად. ფოიეში ჩართეთ მუსიკა, გაუშვით სამოტივაციო  რგოლი  არჩევნების მნიშვნელობის შესახებ. გაუკეთეთ ორგანიზება ახალგაზრდა ჟურნალისტების მუშაობას, რომლებიც აიღებენ პირველ ინტერვიუებს ამომრჩევლებისგან.

მეცადინეობის მსვლელობა                               

І ეტაპი. თამაშისთვის მზადება

  1. გააცანით მონაწილეებს „არჩევნები U 18“ ჩატარების წესები (იხ. დანართი)
  2. ჩაატარეთ ტრენინგი „საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობა „არჩევნები U 18“ დროს“
  3. გაუკეთეთ ორგანიზება საარჩევნო უბნისა და საარჩევნო კომისიის მომზადებას „არჩევნები U 18“ წესების მიხედვით ჩასატარებლად.

ІIეტაპი. იმიტაციური თამშის „არჩევნები U 18“  ჩატარება

 „არჩევნები U 18“  ჩატარების დღის სცენარის გეგმა

 

თამაშის ეპიზოდები

შენიშვნა

დასახელება

შინაარსი

ხანგრძლივობა

1

„არჩევნები U 18“  დღეს საარჩევნო კომისიის მუშაობის დაწყება

საუბნო- საარჩევნო კომისიის წევრები დებენ ფიცს. სსკ-ს თავმჯდომარე აჩვენებს სსკ-ს წევრებსა დამკვირვებლებს ცარიელ ხმის მიცემის ურნას (ილუქება) და ცარიელ ხმის მიცემის კაბინებს. სსკ-ს თავმჯდომარე „არჩევნები U 18“  აცხადებს უბანზე გახსნილად.

09.30–10.00

სსკ-ს წევრების ფიცის სავარაუდო ტექსტი იხ. დანართში 1 ამავე სახელმძღვანელოს მეცადინეობაში: „საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობა „არჩევნები U 18”: ტრენინგი“. საარჩევნო უბანი ეწყობა „არჩევნები U 18” წესების მიხედვით არჩევნების დაწყების წინ.

2

ხმის მიცემის პროცედურა

ყველა ამომრჩეველი დასაწყისში გადის რეგისტრაციას სსკ-ს წევრებთან და აწერს ხელს სარეგისტრაციო სიაში. სსკ-ს წევრები აძლევენ ამომრჩეველს ბიულეტენის ერთ ეგზემპლარს. ყველა ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად - შედის დახურულ კაბინაში და კანდიდატის სახელი და გვარის წინ აკეთებს მონიშვნას.(+,√) შევსებულ ბიულეტენს ამომრჩეველი აგდებს ხმის მიცემის დალუქულ ურნაში. ამომრჩეველი ტოვებს საარჩევნო უბანს. 

10.00–14.00

გამოიყენეთ პუნქტი. 10 „პოლიტიკური კრეატივის“ ზოგადი რეკომენდაციები მოდერატორს/ტრენერს.

3

დამკვირვებლ-ების მუშაობა

დამკვირვებლები იმყოფებიან საარჩევნო უბანზე და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აკვირდებიან საარჩევნო პროცესების დაცვას.

09.30–18.00

დრო შეიძლება შემცირდეს, თუ ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ხმების დათვლის პროცედურა ჩატარდება სწრაფად.

4

ეგზიტპოლის მუშაობა

ამომრჩევლებს, რომლებმაც უკვე მიცეს ხმა, უბნიდან გამოსვლისას ხვდება ეგზიტპოლი ანონიმურობის დაცვით. ამომრჩეველს ეკითხებიან, თუ ვის მიცა ხმა. მონაცემები შეაქვთ ფორმაში. ეგზიტპოლის შედეგები, რომლებიც შეგროვდა საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ გადაეცემა ეგზიტპოლის კოორდინატორს.

10.00–14.00

„არჩევნები U18“ შედეგების ოფიციალური  გამოცხადება.

5

ხმის მიცემის პროცესის დახურვა

ხმის მიცემისთვის განკუვნილი დროის ამოწურვის შემდეგ სსკ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბიულეტენების მიღება და ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან საარჩევნო უბანზე. უბნის კარი იკეტება. ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩევლები ტოვებენ უბანს. უბანზე რჩებიან მხოლოდ სსკ წევრები და დამკვირვებლები

14.00–14.20

სსკ წევრი, რომელიც დგას შესასვლელ კართან, ეუბნება დაგვიანებულებს, რომ ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია და ისინი უკვე ვეღარ შეძლებენ შესვლას და ხმის მიცემას.

6

ხელის მოწერა „არჩევნები U18“ შედეგების გარკვეულ დრომდე გაუთქმელობა.

ხმების დათვლის წინ სსკ წევრები და დამკვირვებლები ხელს აწერენ მოვალეობას „არჩევნები U 18“ შედეგების გაუთქმელობაზე, ვიდრე არ გამოცხადდება „უფროსების“ ნამდვილი არჩევნების ოფიციალური შედეგები

14.20–14.30

შეთანხმების ფორმა უნდა მომზადდეს წინასწარ. ფორმულირება მოცემულია სსკ წევრების ფიცის ტექსტში (იხ. დანართი 1 მეცადინეობა „საუბნო- საარჩევნო კომისიის მუშაობა „არჩევნები U 18”: ტრენინგი“ ამავე სახელმძღვანელოში)

7

ხმების დათვლა

ხმის მიცემის ურნაზე ბეჭდის (ლუქის) მთლიანობის შემოწმების შემდეგ სსკ თავმჯდომარე ხსნის ურნას.

ხმების დათვლა იწყება ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისთანავე და გრძელდება საბოლოო შედეგების დადგენამდე. ხმებს ითვლიან სსკ წევრები ღიად, დამკვირვებლების თანდასწრებით.

ამომრჩევლების მიერ გაბათილებეული ბიულეტენები ითვლება და ჯამდება ცალკე.

14.30–15.30

 

8

ოქმის შედგენა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის  (ცსკ) გაგზავნა

სსკ თავმჯდომარე ღიად აცხადებს არჩევნების შედეგებს და შეაქვს ეს მონაცემები სსკ ორ შემაჯამებელ  ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სსკ ყველა წევრი

15.30–16.00

ყველა სსკ არჩევნების შედეგები გადაეცემა ცსკ-ს „არჩევნები U 18” დღის 18.00-მდე.

9

საარჩევნო ბიულეტენების დაარქივება საარჩევნო უბანზე

ხმების დათვლის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენებს სსკ წევრები ალაგებენ ცალ-ცალკე შეკვრებად იმის მიხედვით, თუ რომელ კანდიდატს მისცეს ხმა.   ცალკე შეკვრაში ეწყობა გაბათილებული ბიულეტენები. ყოველ შეკვრაზე, რომელშიც მოთავსებულია ბიულეტენები,  ეწერება რაოდენობა და იმ კადიდატის სახელი, ან უკეთდება აღნიშვნა „გაუქმებული ბიულეტენები“. ეს შეკვრები იწყობა ყუთში ან ტომარაში და ილუქება.

16.00–17.00

ყუთები „არჩევნები U 18” საარჩევნო ბიულეტენებით  ინახება სსკ-ში  „არჩევნები U 18” შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე, ხოლო შემდეგ გადაეცემა ცსკ-ს.

 III ეტაპი. თამაშის განხილვა. რეფლექსია

იმიტაციური თამაშის განხილვა მიმდინარეობს ორ ეტაპად.

 Іეტაპი- პროცესის მონაწილეების შთაბეჭდილებების განხილვა

  • რა შთაბეჭდილებები გაქვთ თამაშის შემდეგ?
  • რას იტყოდით მთლიანობაში ნანახის შესახებ?
  • როგორ ფიქრობთ, თუ შეიძლებოდა თამაშის უკეთ წარმართვა? როგორ?
  • რა შთაბეჭდილებები გაქვთ თამაშის ცალკეულ ეტაპებზე

ІІ ეტაპი-პროცესის განხილვა:

  • თამაშის რომელი მოქმედებები იყო ეფექტური და რომელი -არა? რატომ?
  • რას გააკეთებდით, კიდევ რომ გეთამაშათ?

რეფლექსია შეიძლება შეიცავდეს შემდეგ კითხვებს:

  • რა გაიგეთ ახალი თამაშის დროს?
  • რა ისწავლეთ?
  • რა გაწუხებთ ახლა?
  • რისი ცოდნა დაგაკლდათ?
  • ყოველდღიური ცხოვრების რა რეალობა გაჩვენათ ამ თამაშმა?
წყარო
  1. Кавтарадзе Д. Н. Обучение. Игра : Введение в активные методы обучения. М. : Флинта, 1998. 280 с.ქავთარაძე დ.ნ. სწავლება. თამაში: შესავალი სწავლების აქტიურ მეთოდებში. გამ. ფლინტა, 1998. 280 გვ.
  2. М18 : [сайт]. URL:https://m18.org.ua/ (дата обращения: 10.10.2017).М18 : [ვებგვერდი]. URL:https://m18.org.ua/(თარიღი: 10.10.2017).
  3. U18 : [сайт]. URL:http://www.u18.org/willkommen/ (дата обращения: 10.10.2017).U18 : [ვებგვერდი]. URL:http://www.u18.org/willkommen/ (თარიღი: 10.10.2017).
დანართი

I.

„არჩევნები U18“ - ეს არის საგანმანათლებლო პროექტი ახალგაზრდებისთვის, ვისაც ჯერ არ შესრულებია საარჩევნო ხმის უფლების 18 წელი. პროექტი იძლევა საშუალებას, გაერკვნენ დემოკრატიის ძირითადი მექანიზმის არსში - აირჩიო და იყო არჩეული იმიტაციური თამაშის გზით, რომელიც მაქსიმალურადაა მიახლოებული ქვეყანაში რეალური არჩევნების ჩატარების პროცესთან.

II.

.„არჩევნები U 18“ ჩატარების  პრინციპები

  1. ფარული კენჭისყრით პირდაპირი და თანასწორი უფლება;
  2. ნებაყოფლობითი მონაწილეობა;
  3. ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვა.

.                                                                                                                              

III.

.საარჩევნო უბნების და საარჩევნო კომისიების შექმნა

  1. საარჩევნო უბნები იქმნება სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ პროექტში ჩართვაზე. სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე საარჩევნო უბნის გასახსნელად საჭიროა ადმინისტრაციის თანხმობის მიღება.
  2. საუბნო საარჩევნო კომისია (სსკ) იქმნება ყველა საარჩევნო უბანში. მასში შეიძლება შევიდეს ყველა მსურველი, რომლებმაც გაიარეს ტრენინგი "„საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობა „არჩევნები U 18“. (იხ. ამავე სახელმძღვანელოში). კომისიაში უნდა შედიოდეს არანაკლებ 5 ადამიანისა (კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე, მდივანი, კომისიის წევრები, დამკვირვებლები).
  3. სსკ წევრებმა ერთმანეთში უნდა გადაინაწილონ მოვალეობები და აირჩიონ კომისიის თავმჯდომარე.
  4. „არჩევნები U 18“ მომზადებისა და ჩატარების დროს ხელმძღვანელია ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკ), რომელსაც ქმნიან პროექტის „არჩევნები U 18“  ორგანიზატორები.
  5. ცსკ გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა სსკ-სთვის.

IV.

U 18 ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა

ცსკ შემადგენლობაში შედის არანაკლებ სამი ადამიანისა. ცსკ უფლებამოსილება შემდეგია:

  1. არჩევნების მომზადება და ჩატარება;
  2. სსკ მუშაობის ხელმძღვანელობა;
  3. სსკ-სთვის სამართლებრივი და მეთოდური დახმარების გაწევა;
  4. არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტების დამტკიცება. დოკუმენტების სრული პაკეტი მოიცავს:
  • პარტიული პროგრამების ახალგაზრდული და მათთან დაკავშირებული საკითხების (სინოპსისი) ძირითადი დებულებების მიმოხილვა;
  • ადგილობრივი არჩევნების დროს იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისი ბროშურები, რომელშიც ტარდება არჩევნები;
  • „არჩევნები U18“ ჩატარების წესების მოცემული დოკუმენტი)
  • არჩევნების შედეგების შესაფასებელი დოკუმენტი (ამომრჩეველთა სიის სარეგისტრაციო ფორმა, ოქმი);
  • საარჩევნო ბიულეტენები რეალური კანდიდატების/პარტიების სიებით, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში (სიები უნდა მიიღოთ ნამდვილი ცსკ-სგან);
  1. დანარჩენი საარჩევნო უბნებისთვის საარჩევნო დოკუმენტაციის სრული პაკეტის გადაცემა;
  2. არჩევნების მიმდინარეობის წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება (ურნების, კაბინების ქონა , დამკვირვებლების და ეგზიტპოლის მუშაობა);
  3. ყველა სსკ-ს არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შეგროვება;
  4. ხმების საერთო რაოდენობის დათვლა Excel ფორმატში და „არჩევნები U18“ საერთო შედეგების განსაზღვრა;
  5. გადაწყვეტილებისა და საუბნო-საარჩევნო კომისიის მუშაობის საჩივრების (განხცხადების ფორმით) განხილვა.

V.

.საუბნო -საარჩევნო კომისიების მუშაობა

 „არჩევნები U18“ მოსამზადებლად და ჩასატარებლად სსკ-ს აქვს შემდეგი უფლებამოსილება:

  1. „არჩევნები U18“ ჩატარებამდე 5 დღის მანძილზე სსკ მუშაობის უზრულველყოფა;
  2. ამომრჩევლების ინფორმირება „არჩევნები U18“ ჩატარების დღის, დროისა და ადგილის შესახებ;
  3. არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის/პარტიის ყველა წინასაარჩევნო პროგრამის შეგროვება და ამ ინფორმაციის ამომრჩევლებისთვის მიწოდება;
  4. საარჩევნო უბანზე წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების წესების დაცვის გაკონტროლება;
  5. პოლიტექნოლოგებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრების (დისკუსიები, დებატები) ორგანიზება;
  6. გაკონტროლება, რომ სააგიტაციო პერიოდი დასრულდეს „არჩევნები U18“ ჩატარებამდე ერთი დღით ადრე. წინასაარჩევნო აგიტაცია არჩევნებისა და მის წინა დღეს იკრძალება.
  7. კენჭისყრისთვის აღჭურვილობის მომზადების უზრუნველყოფა (კაბინები და მასში კალმები, ხმის მიცემის ურნები);
  8. საარჩევნო ბიულეტენების საჭირო რაოდენობის უზრუნველყოფა;
  9. საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის უზრუნველყოფა;
  10. საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ხმების დათვლა, შედეგების ოქმის შედგენა და ცსკ-სთვის მიწოდება;
  11. შევსებული ბიულეტენების მთლიანობის შენარჩუნება და შემდგომ ცსკ-სთვის მიწოდება.

VI.

.„არჩევნები U 18“ დამკვირვებლის უფლებები

დამკვირვებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი მსურველი. მას აქვს უფლება:

  • დარეგისტრირდეს დამკვირვებლად საარჩევნო უბანზე;
  • იმყოფებოდეს საარჩევნო უბნის შენობაში ყველა პროცედურის დროს;
  • დააკვირდეს ამომრჩევლებისთვის ბიულეტენების გადაცემას;
  • დააკვირდეს ხმების დათვლას ისეთი დისტანციიდან, რომ ხედავდეს ბიულეტენში ამომრჩევლის გაკეთებულ მონიშვნას;
  • დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების და სხვა დოკუმენტების შედგენას;
  • მიმართოს სსკ თავმჯდომარეს, ან მოადგილეს წინადადებებით, ან შენიშვნებით კენჭისყრის ორგანიზების საკითხებზე;
  • გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის მოქმედება ან გადაწყვეტილება ცსკ-ში;
  • განახორციელოს კენჭისყრის შენობაში ვიდეო და ფოტო გადაღებები, აცნობოს ამის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და შეათანხმოს მასთან ადგილი, საიდანაც გადაიღებს

დამკვირვებელს არ აქვს უფლება:

  • გასცეს ამომრჩევლებზე ბიულეტენები;
  • ამომრჩევლის მაგივრად მოაწეროს ხელი ბიულეტენის მიღებაზე;
  • ამომრჩევლის მაგივრად შეავსოს ბიულეტენი;
  • მიიღოს მონაწილეობა ხმების დათვლაში;
  • ხელი შეუშალოს საარჩევნო კომისიის მუშაობას;
  • აწარმოოს წინასაარჩევნო აგიტაცია ამომრჩევლებთან.

VII.

ეგზიტპოლის მუშაობა „არჩევნები U 18“ დროს

 ეგზიტპოლი ასრულებს საინფორმაციო და საკონტროლო ფუნქციებს. ყოველ უბანზე, ეს შეიძლება იყოს სამ-კაციანი ჯგუფი, რომელიც დააფიქსირებს მონაცემებს. შემდეგ ეს მონაცემები გადაეცემა ეგზიტპოლის კოორდინატორს. ეგზიტპოლის კოორდინატორი იმყოფება იმავე სასწავლო დაწესებულებაში, სადაც ცსკ. მას ირჩევენ პროექტ U 18 ორგანიზატორები. ეგზიტპოლის შედეგები ცხადდება მხოლოდ „არჩევნები U 18“ ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

VIII.

 აღჭურვილობა კენჭისყრის შენობაში

შენობაში, სადაც ტარდება კენჭისყრა, უნდა იყოს:

  • ხმის მისაცემი კაბინები ან სპეციალურად მოწყობილი ადგილები, დამაგრებული კალმებითა და საკმარისი განათებით;
  • ურნები საარჩევნო ბიულეტენებისთვის;
  • მაგიდები და სკამები, რომლებთანაც სხედან საარჩევნო კომისიის წევრები;
  • სკამები დამკვირვებლებისთვის;
  • საინფორმაციო სტენდი, სადაც განთავსებულია კანდიდატების ფოტოები და მათ შესახებ ინფორმაცია, საარჩევნო ბიულეტენის შევსების ნიმუში რელური კანდიდატების სიის გარეშე.

IX.

ხმის მიცემის ჩატარების წესები

  1. ხმის მიცემა ტარდება დანიშნული არჩევნების დღეს, საუბნო -საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულ დროს;
  2. საარჩევნო უბნის გახსნის შემდეგ, ხმის მიცემის დაწყებამდე, სსკ წევრები დებენ ფიცს (თუ ეს პროცედურა გათვალისწინებულია ქვეყნის საკანონმდებლო დოკუმენტებით);
  3. სსკ თავმჯდომარე აჩვენებს სსკ წევრებს და დამკვირვებლებს ცარიელ ურნებს, რომლებიც შემდეგ ილუქება;
  4. სსკ თავმჯდომარე აჩვენებს სსკ წევრებს და დამკვირვებლებს ცარიელ ხმის მიცემის კაბინებს;
  5. ყოველი ამომრჩეველი დასაწყისში გადის რეგისტრაციას სსკ წევრებთან და ხელს აწერს სარეგისტრაციო სიაში;
  6. ამომრჩეველს აქვს უფლება ხმა მისცეს მხოლოდ ერთხელ;
  7. სსკ წევრები აძლევენ ამომრჩეველს ბიულეტენის ერთ ეგზემპლარს; ყველა ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად - შედის დახურულ კაბინაში და კანდიდატის სახელი/გვარის გასწვრივ აკეთებს აღნიშვნას (+ ან √)
  8. თუ ამომრჩეველი თვლის, რომ ბიულეტენის შევსებისას დაუშვა შეცდომა, ის მიმართავს სსკ წევრს, რომელმაც ბიულეტენი გასცა, თხოვნით გადასცეს მას ახალი ბიულეტენი გაფუჭებულის სანაცვლოდ. სსკ წევრი გასცემს ახალ ბიულეტენს, გაფუჭებულზე კი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას, რომ ბიულეტენი გაფუჭებულია და აწერს ხელს;
  9. შევსებულ ბიულეტენს ამომრჩეველი აგდებს ხმის მიცემისთვის განკუთვნილ დალუქულ ურნაში;
  10. დამკვირვებლები იმყოფებიან საარჩევნო უბანზე და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აკვირდებიან ყველა პროცედურის მიმდინარეობას;
  11. უბნიდან გამოსვლისას ამომრჩეველს ხვდება ეგზიტპოლი.

X.

ხმების დათვლა და არჩევნების შედეგების ოქმის შედგენა

  1. ხმის მიცემისთვის გამოყოფილი დროის გასვლის შემდეგ სსკ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბიულეტენის მიღება და ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან კენჭისყრის შენობაში. კენჭისყრის შენობის კარი იკეტება. ამომრჩევლები ხმის მიცემის შემდეგ ტოვებენ შენობას. შენობაში რჩებიან მხოლოდ სსკ წევრები და დამკვირვებლები;
  2. ხმების დათვლის წინ სსკ წევრები და დამკვირვებლები ხელს აწერენ მოვალეობას „არჩევნები U18“ შედეგების გაუხმოვანების შესახებ, ნამდვილი „უფროსების“ არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე;
  3. ხმის მიცემის ურნებზე ლუქის მთლიანობის შემოწმების შემდეგ ისინი იხსნება;
  4. ამომრჩევლების ხმის მიცემის დასრულებისთანავე იწყება ხმების დათვლა და გრძელდება ხმის მიცემის საბოლოო შედეგების დადგენამდე. ხმებს ითვლიან სსკ წევრები ღიად, დამკვირვებლების თანდასწრებით;
  5. . გაუქმებული საარჩევნო ბიულეტენები ითვლება და ჯამდება ცალკე;
  6. სსკ თავმჯდომარე ღიად აცხადებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს ეს შედეგები კენჭისყრის შედეგების სსკ ორ ოქმში, რომლებსაც ხელს აწერს სსკ ყველა წევრი;
  7. ოქმების დასკანერებული ვარიანტები ეგზავნება ცსკ-ს ელფოსტით;
  8. კენჭისყრის შედეგები ყველა სსკ-დან მიეწოდება ცსკ-ს „არჩევნები U 18” დღის 18 საათამდე;
  9. ხმების დათვლის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენებს სსკ წევრები ალაგებენ ცალ-ცალკე შეკვრებად, იმის მიხედვით, თუ რომელ კანდიდატს მისცეს ხმა. ცალკე შეკვრაში ეწყობა გაბათილებული ბიულეტენები. ყოველ შეკვრაზე, რომელშიც მოთავსებულია ბიულეტენები, ეწერება რაოდენობა და იმ კადიდატის სახელი ან უკეთდება აღნიშვნა „გაუქმებული ბიულეტენები“. ეს შეკვრები იწყობა ყუთში ან ტომარაში,  ილუქება და შეიძლება გაიხსნას მხოლოდ ცსკ გადაწყვეტილებით.

XI.

„არჩევნები U 18” შედეგების განსაზღვრა

  1. მონაცემების შედარების საფუძველზე, რომლებსაც შეიცავს ყველა საარჩევნო უბნიდან სსკ მიერ ელფოსტით გადაგზავნილი დასკანერებული ოქმები, შეჯამების გზით დგინდება „არჩევნები U 18” შედეგები;
  2. მონაცემებს აჯამებენ მხოლოდ U 18 ცსკ წევრები;
  3. დგება „არჩევნები U 18” შედეგების ოქმი, რომელიც შეიცავს მონაცემებს:
  • საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა;
  • საუბნო- საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების რაოდენობა;
  • საუბნო-საარჩევნო კომისიების ოქმების ყველა სტრიქონის ჯამი;
  • თითოეული კანდიდატის შედეგების წილი (% -ში);
  1. ცსკ აღიარებს „არჩევნები U 18” შედეგებს ბათილად, თუ კენჭისყრის ჩატარების ან შედეგების დადგენისას გამოვლენილი დარღვევები არ იძლევა შედეგების სისწორის განსაზღვრის შესაძლებლობას.

XII.

„არჩევნები U 18” შედეგების გამოცხადება

  1. „არჩევნები U 18” შედეგებს აცხადებს ცსკ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში - ქვეყანაში (ქალაქში) ოფიციალური არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღეს;
  2. შედეგები იდება პროექტის ვებგვერდზე;
  3. თითოეული საარჩევნო უბნის შედეგები ქვეყნდება ქვეყანაში ოფიციალური არჩევნების შედეგების გამოცხადებისა და „არჩევნები U 18” შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.