მეცადინეობის მიზნები:
საჭირო რესურსი და დამხმარე მასალა:
მეცადინეობის მსვლელობა
I ეტაპი. ვდებატობთ კანონპროექტების შესახებ
დაყავით მონაწილეები 4 კაციან ჯგუფებად. თუ მონაწილეთა რაოდენობა არ იყოფა 4-ზე, ვინმეს მოუწევს როლის თამაში წყვილში. თხოვეთ ყველა ჯგუფის მონაწილეს, რომ დასხდნენ ერთმანეთის პირისპირ, რომ მცირე ჯგუფებში შეიქმნას წარმოსახვითი კვადრატი.
აუხსენით მონაწილეებს, რომ თქვენ ახლა გაითამაშებთ თათბირს პრემიერ-მინისტრის კაბინეტში. ყველა მონაწილეს მცირე ჯგუფებში მიანიჭეთ საკუთარი ნომერი: ყველა ოთხეულში იქნება ნომერი 1, მისგან მარჯვნოვ -2, ერთიანის პირდაპირ - 3 და მისგან ხელმარცხნივ, შესაბამისად - 4. ამის შემდეგ გამოაცხადეთ როლები. მათ, ვისაც შეხვდა ნომერი 1, იღებენ პრემიერ-მინისტრის როლს. მათი ამოცანაა, წარუდგეს თავის ოთხეულს და წარმოაჩინოს იდეა, რომელსაც შესთავაზებს წამყვანი. მეორე ნომრები ასრულებენ მმართველი პარტიის ხელმძღვანლის როლს. მათი ამოცანაა, ყველაფერში დაეთანხმოს და მხარი დაუჭიროს პრემიერ-მინისტრს, მოიფიქროს ახალი არგუმენტები. ნომერ 3-ს აქვს ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანლის როლი. ისინი უნდა შეეწინააღმდეგონ პრემიერ-მინისტრს, წამოაყენონ თავიანთი არგუმენტები და კონტრ-არგუმენტები მმართველი პარტიის ინიციატივების საწინააღმდეგოდ. ნომერი 4 ძლიერი დამოუკიდებელი დეპუტატია.ის უნდა გაერკვეს სიტუაციაში, დაუსვას შეკითხვები მხარეებს, კამათში მხარი დაუჭიროს იმ მხარეს, რომელსაც უფრო დამაჯერებლად მიიჩნევს.
როდესაც დარწმუნდებით, რომ ყველამ გაიგო თავისი როლი, ყველა ჯგუფის ცენტრში დადეთ ბარათები კანონპროექტების იდეებით (იხ. დანართი) ტექსტით ქვემოთ. თხოვეთ პრემიერ-მინისტრს ამოიღოს ნებისმიერი ბარათი. მისი ამოცანაა, გაახმოვანოს იდეა და დაასაბუთოს კანონპროექტის ამ შინაარსით მიღების აუცილებლობა. რამდენიმე წუთის შემდეგ შეაჩერეთ განხილვა და გამოაცხადეთ როლების შეცვლის შესახებ. როლები შეიძლება შეიცვალოს საათის ისრის ან მისი საწინააღმდეგო მიმართულებით. მაგ: მმართველი პარტიის ხელმძღვანელი გახდება პრემიერ-მინისტრი, იგი - დამოუკიდებელი დეპუტატია და ა.შ. როლების შეცვლის შემდეგ ახალი პრემიერ-მინისტრი იღებს ახალ ბარათს.
ამის შემდეგ თხოვეთ მონაწილეებს დასხდნენ წრეზე და განიხილეთ საკითხები:
პროცესის განხილვიდან გადადით თეზისების შინაარსის (კანონპროექტების იდეების) განხილვაზე. კითხეთ მონაწილეებს, ეთანხმებიან თუ არა პირველ იდეას. შეიძლება უყაროთ კენჭი, ვინაა მომხრე და ვინ - წინააღმდეგი? საარჩევნო უფლების რომელ პრინციპს ეხება ეს იდეა?
II ეტაპი. ვსწავლობთ საარჩევნო უფლების პრინციპებს და ვფიქრობთ ამ პრინციპების და ამ პრინციპებიდან გამონაკლისების აუცილებლობაზე.
უთხარით მონაწილეებს, საარჩევნო უფლება იყოფა ორ ნაწილად: არჩევის უფლებად (აქტიური საარჩევნო უფლება) და უფლებად, ვიყოთ არჩეული (პასიური საარჩევნო უფლება).
დასაწყისში თხოვეთ მონაწილეებს, ჩამოაყალიბონ საარჩევნო უფლების პრინციპები, მაგრამ თუ ისინი ვერ შეძლებენ განსახილველად ღირებული პრინციპის დასახელებას, დაასახელეთ თქვენ თვითონ. სათითაოდ დაწერეთ პრინციპები დაფაზე, მოკლედ განმარტეთ მათი მნიშვნელობა. ყოველი პრინციპის დაწერისა და განმარტების შემდეგ დაუსვით მონაწილეებს შეკითხვები:
შეთავაზეთ შემდეგი პრინციპების განხილვა:
ბარათები კანონპროექტების იდეებით
აუცილებელია ხმის მიცემა გახდეს ფასიანი: ის, ვისაც უნდა არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა, იხდის მცირე თანხას, მაგ: 10 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ 14 წლიდან.
პრეზიდენტი უნდა აირჩიონ არ საყოველთაო არჩევნებზე, არამედ დეპუტატების ხმების მიხედვით.
არჩევნებში ხმის მიცემა უნდა იყოს სახელობითი: ცნობილი უნდა იყოს, ვის მისცა ხმა ამა თუ იმ ამომრჩეველმა.