მეცადინეობა შეიმუშავა და ჩაატარა
აღწერა
მეცადინეობის მიზნები:
საჭირო რესურსები და დამატებითი მასალა:
მეცადინეობის მსვლელობა
I ეტაპი. ანკეტის შევსება
უთხარით მონაწილეებს, რომ დღეს ისაუბრებთ თანამედროვე პოლიტიკის შესახებ. შესთავაზეთ, ინდივიდუალურად შეავსონ ანკეტა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პროგრამის ამონარიდებით (იხ. დანართი). მიეცით 10 წუთი ანკეტების შესავსებად.
II ეტაპი. პოლიტიკური ტერმინების მნიშვნელობის განხილვა
ანკეტების შევსების შემდეგ კითხეთ მონაწილეებს, რომელი პოლიტიკური ტერმინებითაა შესაძლებელი მოცემული პოლიტიკური პარტიის აღწერა. დაწერეთ ტერმინები დაფაზე. კითხეთ, ვინაა მომხრე და ვინ მოწინააღმდეგე, რომ მოცემული პოლიტიკური პარტიის პროგრამას შეიძლება შეესაბამოს ესა თუ ის ტერმინი. შესაძლოა, მათ ვერ მოახერხონ პარტიის პროგრამისთვის გარკვეული იდეოლოგიის მისადაგება. აუხსენით მათ, რომ ეს ნორმალურია და რომ კლასიკური ტიპოლოგია არ ითვალისწინებს თანამედროვე სამყაროში განხილულ პრობლემებს და მათი მოგვარების გზებს. გაჩნდა ბევრი ახალი პარტია ახალი წესდებით.
III ეტაპი. პარტიების პროგრამების თეზისების განხილვა
მონაწილეებთან ერთად განიხილეთ, რატომ ემხრობიან, ან ეწინააღმდეგებიან პროგრამის ამა თუ იმ თეზისს?
მეცადინეობის ბოლოს შეიძლება „კარტის გახსნა“ ეს მართლაც რეალური პარტიის - ისლანდიის პირატთა პარტიის პროგრამაა. ამ პროგრამით მიიღო პარტიამ მონაწილეობა არჩევნებში 2016 წელს და მიიღო 10 ადგილი ალტინგში, ისლანდიის პარლამენტში, რომელიც უძველესია დედამიწაზე.
ანკეტა „პოლიტიკური პარტიის პროგრამა“
პარტიის პროგრამიდან
№ |
პროგრამის მოსაზრება |
ვეთანხმები |
არ ვეთანხმები |
რატომ? |
1 |
ეროვნულ დონეზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად პირდაპირი დემოკრატიის ნორმების შემოტანა |
|
|
|
2 |
ჩინოვნიკების უმრავლესობის დათხოვნა |
|
|
|
3 |
ყველა საკითხის რეფერენდუმზე გადაწყვეტა (კანონპროექტების შემოტანა და ხმის მიცემა - ინტერნეტის საშუალებით) |
|
|
|
4 |
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია |
|
|
|
5 |
სიტყვის სრული თავისუფლება და ინფორმაციის შეზღუდვის გარეშე გავრცელების უფლება |
|
|
|
6 |
ინტერნეტში საავტორო უფლებების ინსტიტუტის ლიკვიდაცია |
|
|
|
7 |
გადასახადების გაზრდა იმ ზემდიდარი მოქალაქეებისთვის, რომლებიც აკონტროლებენ საბანკო სექტორს, ეკონომიკის ნედლეულის დარგებს |
|
|
|
8 |
მოსახლეობის მიერ ეკონომიკის, ნედლეულის დარგების, როგორც ეროვნული ქონებისკონტროლი |
|
|
|
9 |
ქვეყნის ღია ბიუჯეტი |
|
|
|
10 |
სახელმწიფოთაშორის კავშირებში შეუსვლელობა |
|
|
|