მეცადინეობის მიზნები:
საჭირო რესურსი და დამატებითი მასალა:
მეცადინეობის მსვლელობა
I ეტაპი. მომზადება
მეცადინეობის დაწყებამდე მიეცით მონაწილეებს დავალება, წაიკითხონ იმ სიმბოლოებსა და პიროვნებებზე, რომლებიც წარმოდგენილია დანართში 2 (ილუსტრაციები ახასიათებს გასხვავებულ იდეოლოგიებს).
II ეტაპი. შესავალი ნაწილი
უთხარით მონაწილეებს, რომ პოლიტიკური პარტია - ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს იდეოლოგია და გააჩნია სურვილი, მიიღოს ძალაუფლება საკუთარი იდეების პრაქტიკულად განხორციელებისათვის.
იდეოლოგია - ეს არის სასურველ მომავალზე წარმოდგენის მთლიანი სისტემა.
პოლიტიკურ იდეოლოგიას გააჩნია ორი განზომილება:
მეცადინეობის დროს ჩვენ ვიმუშავებთ პოლიტიკური პარტიის პროგრამის შედგენაზე და იდეოლოგიის განსაზღვრაზე, რომლის შესაბამისადაც არის შექმნილი მიღებული პროგრამა.
III ეტაპი. პრობლემის არჩევა
თხოვეთ მონაწილეებს, ფურცლებზე დაწერონ მათი აზრით, ქვეყნისთვის მთავარი 5 პრობლემა. კენჭისყრის გზით დაყავით მონაწილეები 4-6 კაციან ჯგუფებად. თხოვეთ, მცირე ჯგუფებში წაიკითხონ პრობლემების საკუთარი სიები, შემდეგ კი აარჩიონ, ჯგუფის აზრით 5 მთავარი პრობლემა. მას შემდეგ, რაც მცირე ჯგუფებში შეასრულებენ დავალებას, თხოვეთ მონაწილეებს, წარმოადგინონ პრობლემები და დაწერონ ისინი დაფაზე (ფლიპჩარტზე), არ დაგავიწყდეთ, კითხოთ, რა გზით მიიღეს გადაწყვეტილება მცირე ჯგუფში, ყველა დაეთანხმა თუ არა მიღებულ გადაწყვეტილებას და ყველა კმაყოფილია თუ არა გაკეთებული არჩევანით.
IVეტაპი. პროგრამის შედგენა
თხოვეთ მონაწილეებს, ფორმატზე ან ფლიფჩარტზე შექმნან მათი პოლიტიკური პარტიის პროგრამა, რომლითაც ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, ან რომელსაც მხარს დაუჭერდნენ.
V ეტაპი. პროგრამისა და პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიის შესაბამისობა
მოვიდა დრო, რომ მონაწილეებს გააცნოთ პოლიტიკური იდეოლოგია. სავარაუდოდ, მათ რაღაც უკვე გაუგიათ იდეოლოგიის შესახებ და ახლა დროა მათ ცოდნა სისტემაში მოიყვანონ. აუხსენით მონაწილეებს, რომ აჩვენებთ სურათებს, რომელთაც შეესაბამება ესა თუ ის იდეოლოგია. მათი ამოცანაა - განმარტონ, რას ან ვის ხედავენ ნახატზე, გამოიცნონ იდეოლოგია და ახსნან, როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს. ერთ იდეოლოგიაზე არის 2 სურათი. მას შემდეგ, რაც იდეოლოგიას გამოიცნობენ, თხოვეთ მონაწილეებს, მოიფიქრონ სიტყვა-მარკერი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ იდეოლოგიის არსის გამოხატვა. თუ რომელიმე სიტყვა-მარკერი გამოიწვევს კამათს, ყველა მხარეს მიეცით აზრის გამოთქმის საშუალება. დაწერეთ ყველა იდეოლოგიის დასახელება და სიტყვა-მარკერი დაფაზე (ფლიპჩარტზე). უთხარით, რომლებს ეთანხმებით და რომლებს -არა.
მას შემდეგ, რაც ყველა იდეოლოგიას გამოიცნობენ, დაურიგეთ ბარათები ყველა განხილული იდეოლოგიის აღწერილობით. თხოვეთ მონაწილეებს, დახედონ პროგრამებს და განსაზღვრონ, რომელი იდეოლოგიის აღმოჩნდა მათი პარტია. მიეცით განსხვავებული ჯგუფების წარმომადგენლებს თითო წუთი, რომ განმარტონ თავიანთი პასუხი.
უთხარით, რომ თანამედროვე სამყაროში ძნელად შეხვდებით ადამიანს, ვინც სრულიად ემხრობა რომელიმე პოლიტიკურ იდეოლოგიას: ხშირად ხდება, რომ რომელიმე საკითხზე ადამიანი მსჯელობს, როგორც რომელიმე ერთი იდეოლოგიის წარმომადგენელი, სხვა საკითხზე კი , როგორც სხვა იდეოლოგიის. ამასთანავე, არსებობს საბაზისო ფასეულობები, რომელთაგან ერთი ამ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია პიროვნების თავისუფლება, სხვისთვის - თანასწორობა, მესამისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, მეოთხისთვის - ტრადიციების შენარჩუნება და ა.შ.
VI ეტაპი. რეფლექსია
მეცადინეობის ჩატარების შემდეგ დაურიგეთ მონაწილეებს ბარათები: თითო მწვანე, ყვითელი და წითელი ფერის. თხოვეთ მათ, ამ ბარათებით გიპასუხონ შეკითხვებზე , კითხვის პასუხად დადონ რომელიმე ფერის ბარათი. მწვანე ბარათი - „ყველაფერი კარგადაა“, „მე კმაყოფილი ვარ“ და ა.შ; ყვითელი - „ისე რა“, „საშუალოდ“; წითელი - „მე უკმაყოფილო ვარ“, „რაღაც ისე ვერ გამოვიდა“, „არა“ და ა.შ. თავიდან აზრის გამოთქმა თხოვეთ მათ, ვინც წითელი ბართი დადო, შემდეგ - ვინც ყვითელი, შემდეგ - მწვანე.
სავარაუდო შეკითხვები რეფლექსიისთვის (გვპასუხობენ ფერადი ბარათებით):
ასევე, კითხეთ მონაწილეებს:
VII ეტაპი. საშინაო დავალება
შესთავაზეთ მონაწილეებს, სახლში შეავსონ ტესტი „ჩემი პოლიტიკური პრიორიტეტები“ [1], შეადარონ თავიანთი პრიორიტეტები ცნობილი ადამიანების, ან მეგობრების პრიორიტეტებს.
ბარათები იდეოლოგიების აღწერილობით
(ლათინ. – „თავისუფალი“)
სიტყვა-მარკერი: თავისუფლება
ძირითადი ფასეულობები
სიტყვა-მარკერები: თავისუფლება, სამართლიანობა და სოლიდარობა
ძირითადი ფასეულობები:
(ლათ.conservo – „შენახვა“)
სიტყვა-მარკერები: ტრადიციული ფასეულობები, ოჯახი, წესრიგი, თავისუფალი ეკონომიკა
ძირითადი ფასეულობები:
სიტყვა-მარკერები: თანასწორობა, სოციალური სამართლიანობა, თვითორგანიზაცია
ძირითადი ფასეულობები:
სიტყვა- მარკერები: თავისუფლება, თვითორგანიზაცია
ძირითადი ფასეულობები:
სიტყვა- მარკერები: ერის ინტერესები
ძირითადი ფასეულობები:
(იტალ. fascismo от fascio – „კავშირი, კონა, გაერთიანება“)
სიტყვა - მარკერები: ძლიერი ხელისუფლება, ერის ერთიანობა.
ძირითადი ფასეულობები:
(ძვ. ბერძნ. ἀν — «გარეშე» და ἀρχή — «ხელისუფლება»)
სიტყვა - მარკერები: თავისუფლება, თვითორგანიზაცია.
ძირითადი ფასეულობები:
დანარჩენში ანარქიზმის განსხვავებული მიმართულებები მკვეთრად განსხვავებულია.
იდეოლოგიების ილუსტრაციები
2. ეგორ გაიდარი (ცენტრში) -— რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი. ლიბერალურ- ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ერთერთი ხელმძღვანელი და იდეოლოგი რუსეთში 1990-იან წლებში.
2. ულოფ პალმე - შვედეთის პრემიერ-მინისტრი 1969-1976 და 1982–1986 წლებში, რომლის მკვლელობაც დღემდე გაუხსნელია. „შვედური მოდელის“ სოციალიზმის იდეოლოგი, რომელმაც შეძლო საკუთარი იდეების პრაქტიკაში განხორციელება.
1. მსოფლიოში უძველესი ახალი ამბების ჟურნალ „თაიმის“ ნომრის ყდა „რკინის ლედის“, კონსერვატული პოლიტიკის ადამიანი-სიმბოლოს მარგარეტ ტეტჩერის ფოტოთი.
2. რონალდ რეიგანი, აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის წლებს ეკონომიკური პოლიტიკა უწოდეს „რეიგანომიკა“. მისი არსი - გადასახადებისა და ეკონომიკის კონტროლში სახელმწიფოს როლის შემცირება („კრიზისის დროს მთავრობა არ არის მოგვარების გზა, მთავრობა - ესაა სწორედ პრობლემა“). ასევე, რეიგანმა მკვეთრად გაზარდა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი.
1. წითელი ბრიგადების დროშა - იატაკქვეშა მემარცხენე-რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციის, რომელიც მოქმედებდა იტალიაში 1970-დან 1980-იანი წლების ბოლომდე. მისი წევრები მიზნად ისახავდნენ კომუნისტური სახელმწიფოს შექმნას, შეიარაღებული ბრძოლების შედეგად და იტალიის გამოსვლას ნატო-დან.
2. ნიკიტა ხრუშოვი, საბჭოთა პოლიტიკოსი, 1953–1964 წლებში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. სკკპ XXII ყრილობაზე განაცხადა: „პარტია საზეიმოდ აცხადებს: საბჭოთა ხალხის ახლანდელი თაობა იცხოვრებს კომუნიზმში!“.
1. ამერიკელი მწერალი ქალის აინ რენდის ლიბერტარიანელებისთვის საკულტო რომან-ანტიუტოპიის „ატლანტმა მხრები გაშალა“ გრაფიკული ილუსტრაცია.
2. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი, ავსტრიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი, ახალი ავსტრიული სკოლის წარმომადგენელი, ლიბერალური ეკონომიკის და თავისუფალი ბაზრის მომხრე. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში. თანმიმდევრულად იცავდა ინდივიდუალური თავისუფლების ფასეულობას, ხშირად უპირისპირებდა თავისუფლებას, დემოკრატიას: „ ერთგვაროვანი და დოქტრინალური უმრავლესობის მმართველობისას დემოკრატია შეიძლება აღმოჩნდეს არანაკლებ ტირანული, ვიდრე დიქტატურებს შორის ყველაზე უარესი“.
1. ფრანგი მხატვრის ეჟენა დელაკრუას ნახატი „თავისუფლება უძღვება ხალხს“ , ან „თავისუფლება ბარიკადებზე“; გახდა ბევრი იდეოლოგიის სიბმოლო, განსაკუთრებით, ნაციონალიზმის.
2. მარინ ლე პენი, ფრანგი პოლიტიკოსი, ეროვნული ფრონტის პარტიის მეთაური, მომხრე იდეისა „საფრანგეთი - ფრანგებისათვის“ და საფრანგეთის გამოსვლისა ევროკავშირიდან. ერთ-ერთ მიტინგზე ლი პენმა განაცხადა: „ გული ძალიან მწყდება, მაგრამ შევახსენებ მათ, ვისაც უყვართ მეორე მსოფლიო ომის შესახებ ბევრი ლაპარაკი, თუ ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, ის შეიძლება შევადაროთ დღევანდელ სიტუაციას, რადგან ეს ყველაფერი ასევე ტერიტორიის ოკუპაციაა“.
1. იტალიური სიტყვა fascism წარმოიშვა სიტყვიდან fascio – „კავშირი, ერთობა, გაერთიანება“.
2. ჟან-მარი ლე პენი, ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსი, XXI საუკუნეში გამოდიოდა ძლიერი მილიტარიზებული ევროპული იმპერიის იდეით, რომელშიც სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესები უპირატესია ადამიანის უფლებებზე. იყო გასამართლებული გამონათქვამებისთვის, რომელიც შეგნებულად აკნინებდა ჰოლოკოსტის მნიშვნელობას, მაგალითად, ფრაზისთვის: „ნაცისტების გაზის კამერები - ეს „მხოლოდ ეპიზოდია მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში“.
1. შავი დროშა - ანარქისტების სიმბოლო.
2. თავადი პეტრე კროპოტკინი, ანარქო-კომუნისტი (ანარქიზმი მრავალგვარია: არის, მაგ: ანარქო-კაპიტალიზმი, ანარქო-ინდივიდუალიზმი, ანარქო-კოლექტივიზმი, ასევე „ანარქიზმი ზედსართავების გარეშე“). კროპოტკინისთვის „სახელმწიფო - არის ბატონყმობის, დამტაცებლობის, სხვისი შრომის და მიწის მითვისებაზე დაფუძნებული საკუთრების მფარველი“.