მადლობა მაქს ვალენტინს ამ მშვენიერი თამაშის იდეისათვის და თანაავტორების დიდ ჯგუფს შვედეთიდან, ბელორუსიიდან და რუსეთიდან. ყველა თქვენგანის ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელია ☺.
მეცადინეობის მიზნები
მიაქციეთ ყურედღება, რომ თამაში „პოლიტოპოლი“ შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა მიზნებისთვის. არჩეული თემის შესაბამისად შეცვალეთ შესავალი ნაწილი და შეარჩიეთ შეკითხვები რეფლექსიისთვის. თუ დრო საკმარისია, შეგიძლიათ, დაისახოთ რამდენიმე მიზანი, მაგრამ ნუ შეეცდებით ყველას მიღწევას. აირჩიეთ მაქსიმუმ 2-3 მიზანი.
თამაშის რამდენიმე შესაძლო მიზანი:
საჭირო რესურსი და დამხმარე მასალები:
მეცადინეობის მსვლელობა
I ეტაპი. თამაშის შესავალი
თამაშში მონაწილეობს 5 ადამიანი. ერთდროულად შეიძლება გაიმართოს რამდენიმე პარალერული თამაში (მაგ. თუ კლასში 25 მოსწავლეა, მიზანშეწონილია ჩატარდეს 5 პარალელური თამაში საბოლოო ერთობლივი განხილვით). ეს უფრო საინტერესოც იქნება, განხილვის დროს შესაძლებელია შედარება, როგორ განვითარდა მოვლენები სხვადასხვა „პოლიტოპოლში“. თუ მონაწილეთა რაოდენობა არ იყოფა 5-ზე, მოგვიწევს, ვთხოვოთ რამდენიმე მონაწილეს, რომ ითამაშონ ერთიდაიგივე პარტია.
თამაშის დაწყების წინ კითხეთ მონაწილეებს, გასაგებია თუ არა წესები და მიზნები, უპასუხეთ მათ შეკითხვებს. წაუკითხეთ, ან მოუყევით მონაწილეებს შემდეგი ინსტრუქცია:
„გილოცავთ! სულ ახლახან ჩამოყალიბდა პოლიტოპოლის მუნიციპალური საბჭო. მასში შევიდა 5 პარტია ერთნაირი წარმომადგენლობით. ამიტომ ახალ პარლამენტში არავის ექნება უმრავლესობა და თქვენ ხართ ფრაქციების ლიდერები პოლიტოპოლში.
პირველი, რისი გაკეთებაც თქვენ მოგიწევთ, - წარმოთქვათ მოკლე, მაქსიმუმ 2 წუთიანი სიტყვა პარლამენტის ტრიბუნიდან, რათა განაცხადოთ ქალაქის განვითარებაში თქვენი პრიორიტეტების შესახებ და მოკლედ დაასაბუთოთ ისინი. პრიორიტეტები, რომლებსაც თქვენ ემხრობით, მითითებულია თქვენს როლურ ბარათზე. პრიორიტეტები შეგიძლიათ არ დამალოთ და პირდაპირ განაცხადოთ საკუთარ გამოსვლაში, რათა მოიძიოთ მხარდამჭერები.
მას შემდეგ, რაც ყველა პარტიის წარმომადგენელი გამოვა სიტყვით, იწყება თქვენი სადეპუტატო მოღვაწეობა. სულ პარლამენტი ამ შემადგენლობით იმუშავებს 4 წელი. 1 წელი უდრის ერთ წრეს თამაშში. ერთი წრის განმავლობაში მონაწილეები რიგრიგობით აგდებენ კუბს თითოჯერ.
თუ გაგორდა 1 - მონაწილეს აქვს უფლება გადააადგილოს 1 ჩიპი ნებისმიერი სექტორიდან მისთვის სასურველ სექტორზე;
თუ გაგორდა 2 - მონაწილეს აქვს უფლება გადააადგილოს 2 ჩიპი ნებისმიერი სექტორიდან მისთვის სასურველ სექტორებზე;
თუ გაგორდა 3 - მონაწილე ცვლის ბარათს „მოვლენა“ და მოქმედებს მასზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით;
თამაშის განმავლობაში თქვენ განკარგავთ ბიუჯეტის თანხას. ის ხან მეტი იქნება, ხან - ნაკლები.
თქვენ მოგიწევთ გადაჭრათ დილემა. ერთი მხრივ, ქალაქი წარმატებულად ვითარდება მაშინ, როდესაც მისი ყველა სფერო ვითარდება თანაბრად. მეორე მხრივ, პარტიას ექნება კარგი შანსი არჩევნებში გამარჯვებისთვის, თუ შეასრულებს თავის დანაპირებს, რომელიც მოცემული აქვს პროგრამაში და თუ თანხას განკარგავს პარტიისთვის პრიორიტეტული სფეროების განვითარებისთვის.
ქალაქის საბჭოები ერთმანეთის კონკურენტები არიან. გაიმარჯვებს იმ ქალაქის საბჭო, რომელსაც სათამაშო მაგიდაზე ექნება უფრო მეტი რესურსი.
ყოველ ქალაქში გამოიკვეთება უფრო ეფექტური პარტია. გაიმარჯვებს ის პარტია, რომელიც დააგროვებს უფრო მეტ ქულას. ქულები დაითვლება მეოთხე სათამაშო წლის დასრულების შემდეგ. ყოველ ჩიპზე, რომელიც გექნებათ თქვენი პარტიისთვის პრიორიტეტულ სფეროში, მიიღებთ 2 ქულას. ყველა დანარჩენ სფეროში ჩიპისთვის მიიღებთ 1 ქულას.
თამაშის დასაწყისში:
II ეტაპი. თამაში
ყველა მონაწილე იღებს როლურ ბარათს და 3 წუთის განმავლობაში ეცნობა მას.
მონაწილეთა ჯგუფები იწყებენ თამაშს. თვალყური ადევნეთ თამაშის მსვლელობას და საჭიროების შემთხვევაში მიეხმარეთ მოთამაშეებს.
III ეტაპი. თამაშის განხილვა
მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი დაასრულებს თამაშს და დაითვლის შედეგებს, არ დაგავიწყდეთ რეფლექსიაზე გადასვლა.
სავარაუდო შეკითხვებისა და განსახილველი საკითხების ჩამონათვალი: